მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კონკურენციის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით რვა თვის შედეგებს აქვეყნებს - 02 სექტემბერი 2025

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 2025 წლის  რვა თვეში  838 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2570 შეადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე შესული განცხადებების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესული განცხადებების რიცხვს 47%-ით აღემატება.

„- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 147 საქმეზე.

–  GCCA-ს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 50 მოვაჭრეს 89 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში, 104 742 ლარის ოდენობით.

– მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 115 საქმეზე 106 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%-ით, იმერეთი – 4%, კახეთი – 3%, ქვემო ქართლი – 2% და სხვა რეგიონები.

რვა თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 286 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე – 262, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 138, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე – 57, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 28, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 20, ხოლო სხვა დანარჩენზე – 47.

სტატისტიკის მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება – 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა – 16%-ს.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია, შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა – gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე – consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ს ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე – ქალაქის ნომერზე 032 205 44 22“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE