"რეჟიმი სრული ავტორიტარიზმის დამყარების გზაზე დინჯად და მეთოდურად მიდის. გადაწყვეტილება წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების (ფაქტობრივად, მათი საქმიანობის აკრძალვის) შესახებ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასეთს კიდევ ბევრს გადადგამენ, თუ არ შევაჩერებთ.
მათი გადაწყვეტილება რომ სამართლებრივად აბსურდულია, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს - სხვას მათგან არც ველით.
ამასობაში ხელისუფლება ადრეული ჯუმბერ პატიაშვილის მესიჯ-ბოქსს დაუბრუნდა და ნარკომანიასთან და პროსტიტუციასთან ბრძოლა გამოაცხადა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებად", - წერს ექსპერტი გია ნოდია "ფეისბუქის" გვერდზე.