სუსის ახალი შეფი არ გამორიცხავს, რომ ლევან ხაბეიშვილი დააკავოს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ უწყებას ექნება მტკიცებულებები რაიმე სახის სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ისინი შესაბამისად იმოქმედებენ. ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, სახელებს და გვარებს არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.
თუ რომელიმე ადამიანი დასაჭერი გახდება და ამის კანონიერი საფუძველი იარსებებს, ომით დაკავებას არავისას ვაპირებთ, ყოველ შემთხვევაში. გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერევით, ვიდრე სხვა მისი პროფესიის ადამიანი. ეს გვესმის, ისტერიკაც გვესმის და ამ ისტერიკას არ უნდა ავყვეთ. სერიოზული კომენტარები გაშიფრული აგენტების კომენტარებზე და მონაჭორზე არ უბდა ვაკეთოთ და თუკი ეს აგენტი იქნება თუ სხვა ადამიანი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მე აგენტებსაც შემიძლია, დაპირება მივცე, რომ ისინი არ გაიშიფრებიან, თუ შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან, მაგრამ თუკი კონკრეტულ ადამიანებს მოემსახურებიან, მითუმეტეს, თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულები, ისინი ისედაც გაშიფრულები იქნებიან საზოგადოების მიერ, - თქვა დღეს მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში - 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა პოსტზე მუშძაობის 5 თვის თავზე მოულოდნელად გადადგა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" მას ვერ დაიჭერს.
ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბერს საქართველოს დროშა დაიცვან, ყველა სახლიდან/აივნიდან გადმოფინონ დროშა და ამით ანახონ ერთობა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს საზოგადოება იდგება ერთად და გაიმარჯვებს.
4 ოქტომბრის მტავარი დასაცავი არის საქართველოს დროშა. ივანიშვილმა მოახერხა იმდენი, რომ მიიტაცა ხელისუფლება, ივანშვილმა მოახერხა იმდენი, რომ გამოკეტა ჩვენი თანამებრძოლები ციხეში, ივანიშვილმა მოახერხა, რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად იჭერს, ივანიშვილმა მოახერხა, რომ ფაქტობრივად ცივილიზაციურ სამყაროს ჩამოაშორა ქარველი ხალხი. ვერ წაგვართვა დროშა...
ვერ დამიჭერენ! ვერ დამიჭერენ! 4 ოქტომბრიდან ვინ ვის დაიჭერს მაგასაც ვნახავთ, იმასაც გეტყვით, რომ არავის დაჭერა არ მინდა მერე, ჩვენ მეორე დღიდან ჩვენი ქვეყნის სამსახურში უნდა ჩავდგეთ.
არ ვიცი რა მოუვა ბიძინა ივანიშვილს თავში, იმ ავადმყოფი პატარა კაცუნის თავში რა მოიხარშება, თუ დამიჭირეს, ხომ გესმით, რომ დამჭერენ რევოლუციის გამო. თუ ერთ კაცს, ხაბეიშვილს შეუძლია გააკეთოს რევოლუცია, როგორ არ შეიძლება 100 ათასობით ადამიანს, რომელიც ერთად დადგება, იმას როგორ დაამარცხებს ვინმე... 4 ოქტომბერს ვიდგებით, გვაიმარჯვებთ და დედას ვუტირებთ ამათ," - განაცხადა ხაბეიშვილმა.
წყარო: "ტვ პირველი"