მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ალასანია: დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები თავად გასცემენ პასუხს სააკაშვილის ამ ლაყბობას 1 ოქტომბერს - 08 სექტემბერი 2012

[myrights.ge]

პრეზიდენტი სააკაშვილი ირაკლი ალასანიას ჰომსის შესახებ განცხადებას ზუგდიდში პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა:

როლანდ ახალაიამ თქვა, რომ ჰომსიო და გვემუქრებიანო. რეზერვი იქმნება საქართველოში ყველგან. ყველაზე მეტი, 99% მაინც ჩაეწერა აქ და ქართლში, მაგრამ ასევე იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში და ყველა სხვა რეგიონში. რაღა მაიმცდამაინც სამეგრელო გამოყვეს? ეს რეზერვი ყველგან იქმნება და რატომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ სამეგრელოშია გასამხედროებული საიდუმლო ფორმირება? იმიტომ, რომ ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც 1992 წელს იმ საბაბით, რომ აქ იყო ფორმირებები, შემოვიდა და ერთი ოჯახიც კი არ დაუტოვებიათ ზუგდიდში, რომ არ შესულიყვნენ და არ გამოეტანათ დოვლათი.

ეტყობა, შემოაკლდთ და ეფხანება ხელები ვიღაც-ვიღაცეებს, თან ერთი და იმავე ხალხს და სურს, ისევ აქ გამოისეირნოს. ნურას უკაცრავად! ერთი რამ შეეშალათმაშინდელ პრეზიდენტს მათი საყვარელი შევარდნაძე ერქვა და დღეს მე ვარ, თქვენ ხართ ყველა და არასოდეს დაუშვებთ, რომ ვინმემ თითი დააკაროს აქაურობას. 

ჩვენ მოწინააღმდეგეებს უნდათ, თბილისს წაართვან შენობები, ქუთაისსპარლამენტი, სამეგრელოსლაზიკა. ნურას უკაცრავად! არ გამოვა ეს საქმე. ვინც არ უნდა იყვნენ, რა ჰომსზეც არ უნდა გველაპარაკონ, რა არეულობაზეც არ უნდა გველაპარაკონ ყოფილი ვითომ გენერლები, ყოფილი ვითომ უშიშროების თანამშრომლები, დედაჩემის გვარი მაინც არ ჰქონდეს ერთ-ერთს, სამეგრელო სხვა არის და სამეგრელო ამას ვერ მიიღებს.

ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. ვიცი, რომ ყველა სოფელში არ მივსულვართ კარგი გზით, ყველა სკოლა გაკეთებული არაა, სოციალური გაჭირვებაა, მაგრამ ხომ ამბობდნენ, რომ ვერ ააშენებენ საავადმყოფოებს, ჩაუვარდათ პროგრამაო... პროგრამა არა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. 150 საავადმყოფო ავაშენეთ. პენსიები გავზარდეთ, 100-ჯერ გაიზარდა დაზღვეულთა რაოდენობა რაც პრეზიდენტი ვარ და კიდევ ორჯერ გაიზრდება. ნურაფრის ნუ შეგვეშინდება. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატი როლანდ ახალია. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ. მას ჰქონდა უნიკალური თვისება, აღშფოთებულიყო ყოველგვარი უსამართობით და მან ეს შეინარჩუნა დღევანდელ დღემდე. ასეთი ხალხი გვჭირდება ჩვენ, - აცხადებს სააკაშვილი.

დღესვე, „ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ზედაეწერის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა დეტალურად გააცნო. განსაკუთრებული ყურაღება კი ზუგდიდის ეკონომიკაში ასი მილიონის ჩადებაზე გაამხვილა.

ირაკლი ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდში გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა: 

ალასანიები  ვცხოვრობთ ზუგდიდში. მე სააკაშვილთან არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს და მისგან განსხვავებით, ჩემი სანათესაო აქ ზუგდიდში ცხოვრობს, სადაც ჩემი სახლ-კარია, სადაც სააკაშვილის  მმართველობის დროს გაიზარდა უმუშევრობა და უამრავი ზუგდიდელი უსამართლოდ დაისაჯა. ამას ჩვენ 1 ოქტომბერს დავამთავრებთ.

სააკაშვილს მინდა, ვუთხრა - ზუგდიდი და არა ლაზიკა, იყო და იქნება სამეგრელოს გვირგვინი. პრეზიდენტი სამგრელოზე კლიპებს კი არ უნდა იღებდეს, არამედ ამ კუთხეზე რეალურად უნდა ზრუნავდეს და მე დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები თავად გასცემენ პასუხს სააკაშვილის ამ ლაყბობას 1 ოქტომბერს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE