მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსუდან კერვალიშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ინიშნება - 08 სექტემბერი 2012

[myrights.ge]

პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას აღმსარულებელ ხელისუფლებაში განაგრძობს. ის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ინიშნება.

ამის შესახებ „პირWელს“ ინფორმირებულმა წყარომ მმართველი პარტიიდან აცნობა, რასაც თავად კერვალიშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს: 

„საქმიანობას იმ მიმართულებით განვაგრძობ, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებების დაცვას და მშვიდობას, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან წინ ძალიან დიდი მოვლენა - საპარლამენტო არჩევნები გველის და ახლა გვერდით ვუდგავარ გუნდს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხმა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის“.

ამასთან, მან უარყო რიგი მედია-საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მთავრობის ფარგლებში სპეციალური სამსახური იქმნება, რომელიც რელიგიის საკითხებზე იმუშავებს და რომელსაც კერვალიშვილი უხელმძღვანელებს.

აქვე გთავაზობთ რუსუდან კერვალიშვილის ბიოგრაფიას, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.             

დაიბადა 1955 წლის 15 ივლისს . თბილისში.

განათლება

1962–1972 წელს წარჩინებით დაამთავრა . თბილისის  #51 საშუალო სკოლა.

1972–1978 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1978–1980 წლებში გაიარა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ კლინიკაში კლინიკური ორდინატურა.

1980–1983 წელს .მოსკოვში დაამთავრა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის  ასპირანტურა.

პროფესიული გამოცდილება

2008 წლის 24 ივნისიდან საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

2008 წლის 7 ივნისიდან საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი სამგორის რაიონიდან, . თბილისი.

2008/06 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე

1998–2008 წლებში ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.

1998–1980 წლებში მუშაობდა ექიმრეპროდუქტოლოგად მიხეილ ფრიდმანის რეპროდუქტოლოგიის კლინიკაში.

1979 წელს მუშაობდა ექიმრეპროდუქტოლოგად სამგორის რაიონულ პოლიკლინიკაში.

ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ჯანდაცვის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ათასწლეულის განვითარების მიზნებზე მომუშავე ჯგუფის წევრი

ხელნაწერთა ცენტრის მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარე

ბილიარდის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი

ესპანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე

შვედეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე

1998–2008 წლებში ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

დამფუძნებელია ფონდების:

ბავშვები ჩვენი მომავალია.

ჟურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის ფონდი.

ფონდი წმინდა მიწა.

მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე.

დაჯილდოვებულია ოქროს ფრთით.

მინიჭებული აქვს თბილისის ღია საზოგადოების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს ქალიშვილი და ორი შვილიშვილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE