[pirveli.com.ge]
უფლებადამცველები მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამის შესახებ სასამართლოს დატოვების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა.
"სასამართლომ დღეს ნახევრად ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. პროცესზე დაიკითხა 8 მოწმე, რომლებმაც განაცხადეს, რომ არანაირ წესრიგის დარღვევას მიხეილ მესხისა და მელორს ვაჩნაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა კორკოტაძემ.
შეგახსენებთ, რომ მესხი და ვაჩნაძე სამართლადმაცველებმა გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს.