[pirveli.com.ge]
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 101 მსჯავრდებულზე გასცა.
ამის შესახებ კომისიის წევრმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.
"88 პატიმარზე გაიცა რეკომენდაცია სასჯელისგან სრულად გათავისუფლდების შესახებ, ხოლო 13 პატიმარზე სასჯელის განახევრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაციები პრეზიდენტს მომავალ კვირას გადაეგზავნება", - განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების ახალი კომისია დღეს პირველად შეიკრიბა და 500-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილა.