[pirveli.com.ge]
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო.
ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დღეს იუსტიციის სახლთან გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
"ის არეულობა, რაც ვნახეთ, იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ მან საზოგადოებისთვის მიმართვა გადაწყვიტა არა თავის სასახლეში, არამედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომლის ბლოკირებაც ძალიან ადვილია", - განაცხადა ხმალაძემ.