მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას - IDFI - 09 თებერვალი 2013

[მედიანიუსი] 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ყოვლად დაუშვებელია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

"ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, უფლებების დაცვა თავისუფლად, შეუფერხებლად და საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მოსაზრებები და შეხედულებები.

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს სასწრაფოდ გამოიძიონ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტი და კანონის შესაბამისად მისცენ პასუხისგებაში როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მხილებული პირები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამდებობის პირები და მოსამსახურეები ვინც ვერ უზრუნველყო საჯაროდ გაცხადებულ ოფიციალურ ღონისძიებაზე მართლწესრიგის სათანადო დაცვა", - ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE