მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე - დავით ზურაბიშვილი - 09 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, ნორმალური ხელისუფლება იმით განსხვავდება დიქტატურისგან, რომ თუნდაც პროვოცირებული ძალადობა არ უნდა დაუშვას.

ვის და მე ნამდვილად არ მჭირდება იმის მტკიცება, თუ რა ცუდი ხელისუფლება იყო ნაცმოძრაობა და რა ცუდი საქმეები აკეთეს. ბოლო რვა წელიწადი მათთან ბრძოლის მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე. იგივე ნაცმოძრაობა სხვას კი არაფერს ამბობდა, როდესაც აგვისტოს ომის გამო საკუთარ პასუხისმგებლობას არ ცნობდა 

"აბა ის კაი იყო თქვენ რომ გვცემდით" ტიპის არგუმენტზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ნორმალური ხელისუფლება იმით განსხვავდება დიქტატურისგან, რომ თუნდაც პროვოცირებული ძალადობა არ დაუშვას და შეფასებების დროს "ძალადობა ცუდია მაგრამ" ტიპის ფრაზეოლოგია არ გამოიყენოს. თუ გვინდა წარსულის მემკვიდრეობას გავემიჯნოთ, ასე უნდა მოვიქცეთ, თუ არადა წავალ კიდევ ერთ წრეზე და აღარ მინდა! მთელი ცხოვრება გავიდა ამ წრებრუნვაში", - აცხადებს ზურაბიშვილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE