მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს - 10 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ნათქვამია საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონისა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს განცხადებაში.

ქეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე შეშფოთებას გამოთქვამენ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ხელისუფლების განაწილების თაობაზე არსებული თანხმობის გაურესების ნიშნებთან დაკავშირებით, რაც საკონსტიტუციო პრობლემების გამო შექმნილ ჩიხურ ვითარებასა და ბოლოს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწიურ გამოსვლასთან დაკაშვირებით შეიქმნა, როდესაც დემონსტრანტები თავს დაესხნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

"ქართული დემოკრატიის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ ძალასა და ინსტიტუტს თანაბარი პატივისცემით ეპყრობოდნენ, როგორც ეს ჩვენს საერთო ევროპულ ფასეულობებს შეეფერება", - ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE