მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვახტანგ ხმალაძე: "პრეზიდენტის სიტყვას საქმეც უნდა მოჰყვეს, საკონსტიტუციო პრობლემის გადაჭრის სახით" - 10 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვას საქმეც უნდა მოჰყვეს, საკონსტიტუციო პრობლემის გადაჭრის სახით.

"თუ პრეზიდენტი გულწრფელია თავის განცხადებაში, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, მაშინ მის ნათქვამ სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმეც და ეს საქმე იქნება, პირველ რიგში, იმ კონსტიტუციური პრობლემის გადაჭრა, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც პრეზიდენტს აძლევს სრულიად გაუმართლებელ უფლებას, გადააყენოს მთავრობა და პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ახალი მთავრობა. ამ საკითხის გადაჭრა იქნებოდა სწორედ იმ სიტყვის საქმედ ქცევის დაწყება. მერე უკვე ბევრ რამეზე შეიძლება, საუბარი. გასაკეთებელი და გამოსასწორებელი ძალიან ბევრია და თუ ეს გამოსწორდება საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყანას", - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა და პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი დიალოგის დასაწყებად მიიწვია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE