მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არსად გადადგომას არ ვაპირებ – ლუკა კურტანიძე - 12 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი განცხადების მიუხედავად, თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

როგორც კურტანიძემ “მედიანიუსს” განუცხადა, მას საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი გაბაშვილის შესახებ არაფერი სმენია.

“ვინ არიან ეგენი? მე ეგეთ ელემენტებს არ ვიცნობ, არც მაგ ადამიანს ვიცნობ...

არსად გადადგომას არ ვაპირებ, ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის ვმოღვაწეობდი მანამდე და ახლაც ასე გავაგრძელებ, ასე რომ...”, - განუცხადა კურტანიძემ “მედიანიუსს”.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი 11 თებერვალს გაზეთ ,,ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებულ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორის ლუკა კურტანიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტატია არის აღსავსე უკიდურესად სახიფათო სიძულვილის ენით, სადაც ის ფიზიკურ ანგარიშსწორებით და ლინჩის წესით მოკვლით ემუქრება საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს.

როგორც გიორგი გაბაშვილი აღნიშნავს, ლუკა კურტანიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მოიხსენიებს, როგორც ვირთხებს, ემუქრება ფიზიკური განადგურებით, ლინჩის წესით.

,,თუ სამი დღის განმავლობაში ეს ადამიანი არ იქნება გათავისუფლებული ამ თანამდებობიდან და არ დატოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, ოპოზიცია ამას აღიქვამს შს სამინისტროსა და მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციად. ის ზღაპარი, რომელსაც გვიყვებოდნენ პოლიციის დეპოლიტიზაციაზე, უკვე დასრულებულია, მაგრამ სამ დღეში საბოლოოდ წერტილი დაესმება, თუ ლუკა კურტანიძე არ გათავისუფლდება თანამდებობიდან“, _განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE