[მედიანიუსი]
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმას ნუ იტყვიან, რასაც მარტო დარჩენის დროს ფიქრობენ. ასე გამოეხმაურა იგი თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" პოლიციის აკადემიის პრორექტორის, ლუკა კურტანიძის საგაზეთო ინტერვიუში გამოყენებულ გამონათქვამს, სადაც კურტანიძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვირთხებად მოიხსენიებს.
"როცა მარტო ვრჩები, შეიძლება, ძველ მთავრობაზე ბევრს ვფიქრობ, მაგრამ არ ვამბობ. მთავრობის ყველა წევრს მოვუწოდებ, ნუ იტყვიან ყოფილ მთავრობაზე იმას, რასაც ფიქრობენ, როცა მარტო დარჩებიან", – განაცხადა თეა წულუკიანმა.