მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჩვენ გვინდოდა სააკაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ის გაიქცა _ კახა მიქაია - 13 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში პრეზიდენტის სტურმობისას ინციდენტი მოხდა. იმ ადგილზე, სადაც პრეზიდენტს მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, შეიკრიბა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელთაც პრეზიდენტთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს.

“როდესაც პრეზიდენტმა გაიგო, რომ ჩვენ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა გვსურდა, გვინდოდა მასთან შეხვედრა და საუბარი სხვადასხვა თემაზე, იგი გაიქცა. ხომ ლაპარაკობს თვითონ, რომ ხალხს უნდა შევხვდეო, ის მიჩვეულია დაგეგმილ შეხვედრებს, მათ მიერ მიყვანილ ხალხს, სადაც განსხვავებული აზრი არ არსებობს. ჩვენ გვინდოდა მასთან შეხვედრა. გაიქცა იმ შეხვედრიდან. შემდეგ შეხვედრა მოაწყო ვიღაცის სახლში 15 კაცთან, მერე თვითმფრინავში ჩაჯდა და გაფრინდა. აი, ეს მოხდა. პოლიციამ არ მიგვიშვა სააკაშვილთან სალაპარაკოდ... გამოიძახეს სპეცრაზმი, მთელი პოლიცია მობილიზებული იყო იქ და არ მიგვიშვეს მასთან. ხომ ლაპარაკობს კოჰაბიტაციაზე?! კოჰაბიტირებულები ვართ ჩვენ და დაგვალაპარაკეთ პრეზიდენტს”, - განუცხადა “მედიანიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ქალბატონმა პრეზიდენტს კვერცი ესროლა. ამ ცნობას მიქაია არ ადასტურებს.

“ერთი ქალია დაკავებული, კვერცხი ისროლაო... არ ყოფილა იქ კვერცხის სროლა და თუ ვიღაცამ მერე ისროლა, არ ვიცი. ჩვენ მივედით მშვიდობიანად, გვინდოდა მასთან დალაპარაკება. ამის საშუალება არც პოლიციამ მოგვცა და თვითონაც გაიქცა და შემდეგ გაფრინდა”, - აღნიშნა მიქაიამ “მედიანიუსთან” საუბარში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE