[მედიანიუსი]
საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს მომავალი კვირისათვის წარედგინება.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისში სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დიპლომატიურ კორპუსსა და მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მისი უწყების სამთვიანი მუშაობის შედეგები წარმოადგინა.
მინისტრის განმარტებით, ეს სრულიად ახალი და დაბალანსებული შრომის კოდექსი იქნება. მის შემუშავებისას კონსულტაციები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოგზავნილ ექსპერტთან და არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან იმართებოდა. წულუკიანმა ასევე მადლობა გადაუხადა დამსაქმებელებსა და პროფკავშირებს.
წულუკიანის შეფასებით, შრომის ახალი კოდექსი პროექტი კომპრომისის ნაყოფია და შესაბამისად, იგი ყოველმხრივ დაბალანსებულია.