მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველო გრიპის სეზონთან დაკავშირებით მზადყოფნის პირველ და მეორე დონეზეა - 13 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა .

მისი განმარტებით ეს არის სეზონური გრიპის შემთხვევების მატება, რაც ამ სეზონისათვის დამახასიათებელია .

მისი თქმით, წინა წელს ანალოგურ სეზონზე 53 ფატალური შემთხვევა იყო დაფიქსირებული , წელს კი მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით ციფრები ბევრად დაბალია .

ჯანდაცვის მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოსახლეობის გაფრთხილების სიხშირეზე და ჯანდაცვის სამინისტროს მზადყოფნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მაშინაც აფრთხილებს, როცა გრიპის სეზონი არ არის.

სერგეენკოს თქმით, საერთაშორისო სტანდარტებით გრიპის სეზონთან დაკავშირებით მზადყოფნის 5 დონე არსებობს და დღეს საქართველო ყველაზე დაბალ, ანუ პირველ-მეორე დონეზე იმყოფება.

“გაფრთხილებას თავისი წესი აქვს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სეზონის მიუხედავად, მაინც ავრცელებს გაფრთხილებებს. ამ მხრივ განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის და ვერიდებით მოსახლეობის ზედმეტად შეშინებას”,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ჰ1ნ1 ვირუსის მკურნალობას სახელმწიფო ეხმარება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE