მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - 14 თებერვალი 2013

[მედიანიუსი] 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტარი გიგი თარგამაძე რუსეთის ფედერაციაის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის მომზადების საქმეში ბრალდებულად მიიჩნიეს, – იუწყება „რია ნოვოსტი“.

წყაროს ცნობით, თარგამაძე არეულობას რუს ოპოზიციონერებთან: სერგეი უდალცოვთან, კონსტანტინ ლებედევსა და ლეონიდ რაზვოზჟაევთან ერთად აპირებდა.

„თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. გამომძიებლები უახლოეს პერიოდში სასამართლოს მისი დაუსწრებლად დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავენ“, – აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმირ მარკინი.

"რუსეთის საგარეო უწყებიდან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ თარგამაძე არ სარგებლობს რაიმე სახის იმუნიტეტით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით", – დასძინა ვლადიმირ მარკინმა.

მისი ინფორმაციით, გამოძიებას აქვს სამხილები, რომლებიც ადასტურებს როგორც თარგამაძის მიერ რუსული ოპოზიციის დაფინასებას, ისე მოსკოვში 2012 წლის 6 მაისს ბოლოტნაიას მოედანზე მასობრივ არეულობაში მის მონაწილეობას.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თარგამაძეს რუსეთს არ გადასცემს, რადგან ამას ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE