[მედიანიუსი]
"ქართული პოლიტიკის ჩხუბები" - ამ სახელწოდების სატელევიზიო სერიალის შექმნის ინიციატივით გამოდის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. როგორც მან დღეს პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთ სერიალში საკმაოდ ბევრი ფაქტი მოხვდება.
"როცა ბობოხიძე მამრაძეს დაეტაკა, ნაციონალებს იმაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ და შეცვალა რამე იმ ფაქტმა ქართული პოლიტიკაში?! არაფერი. არ მგონია, რომ გუშინდელმა ინციდენტმა რაიმე შეცვალოს. მე მხოლოდ სიამოვნებით აღვნიშნავ იმას, რომ რატიანმა თვითონ დაგმო თავისი საქციელი. ჯერ კიდევ შორია ის დრო, როდესაც ასეთი ინციდენტებისაგან დაზღვეული ვიქნებით. ამ ყველაფერს პოლიტიკური კულტურის ამაღლება ესაჭიროება", - განაცხადა საყვარელიძემ გუშინ სერგო რატიანსა და კობა დავითაშვილს შორის მომხდარი სატელევიზიო ინციდენტის კომენტირებისას.