მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგი უგულავა ხვალ ჩვენების მისაცემად გამოცხადდება - 15 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

თბილისის მერი გიგი უგულავა ხვალ ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა, თუ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადგინდებოდა ამის აუცილებლობა. სასამართლოს მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის მერი ადასტურებს, რომ ის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში 2013 წლის 16 თებერვალს ჩვენების მისაცემად გამოცხადდება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერს გიგი უგულავას ხვალ საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით დაკითხვაზე იძულებით მიიყვანენ.

ასე გამოეხმაურა სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მიმართვას, რომლის თანახმადაც, სამინისტრომ სასამართლოს თბილისის მერის გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ ბრძანების გაცემა სთხოვა.

სასამართლოს ბრძანებით, გამოძიების ორგანოში უგულავას მიყვანა ხვალ, 15:00 საათზე უნდა განხორციელდეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE