მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყოფილ პატიმარს მსჯავრდებულები ემუქრებიან - 17 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ყოფილი პატიმარი ვახტანგ ოქროპირიძე, რომელიც ლადო ბედუკაძეს უჩივის, ამბობს, რომ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის გამოს მას მსჯავრდებულები ემუქრებიან.

როგორც ოქროპირიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე მესამე დღეა, რაც მას მსჯავრდებულები ტელეფონით უკავშირდებიან და პროკურატურაში შეტანილი სარჩელის უკან გამოტანას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

ოქროპირიძე სამართალდამცავ ორგანოებს მისი უსაფრხთოების უზრუნვეყოფას სთხოვს.

“დღეს შევხვდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს. მსჯავრდებულების მხრიდან წამოსულ მუქარებზე და საფრთხეებზე მივაწოდე ოპერატიული მასალა და ველოდები რეაგირებას”, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ოქროპირიძე, ციხის სკანდალური კადრების ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, პატიმრების წამება მხოლოდ გლდანის საპყრობილეში არ ხდებოდა და პატიმრებს არაადამიანურად გეგუთის, ბათუმისა და თბილისის რამდენიმე დაწესებულებაშიც ეპყრობოდნენ.

ვახტანგ ოქროპირიძის განცხადებით, ის პატიმართა წამებაში მხოლოდ ვლადიმერ ბედუკაძეს არ ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ დაწესებულებაში იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში და თავის საჩივარში მათზეც საუბრობს.

მისივე ცნობით, აღნიშნული სისტემის თანამშრომლებს, დავით ჭაკუას, გაგა მკურნალიძეს, სერგო კეკელაშვილს, მამუკა ჩერგიანს, გედევან გაბელიას, დავით ცირეკიძეს, და ვინმე ხარიტონას არაერთი პატიმარი ჰყავთ ნაწამები. ყოფილი პატიმრი ამტკიცებს, რომ მას ორი ჩანაწერი მოიპოვა - ერთი აუდიო და ერთიც ვიდეო მასალა, რომლებიც სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ძალადობას ადასტურებენ. მისივე თქმით, ორივე ჩანაწერს ის პროკურატურას გადასცემს.

როგორც ოქროპირიძემ აღნიშნა, ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც წარმოადგენს ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ მასალას, გაგა მკურნალიძის ხმა ისმის და ის უშუალოდ მასზე ძალადობს.

ოქროპირიძე აპირებს, რომ წამების ბრალდებით საჩივარი პატიმრების წინააღმდეგაც შეიტანოს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE