მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვიდეო მასალის ჩვენებით ხელახლა მოკლეს ბუტა, ხელახლა კლავენ მის მშობლებს _ დიმიტრი ლორთქიფანიძე - 19 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ტელეკომპანია რუსთავი 2–ის შენობასთან საპროტესტო აქციაზე ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც მივიდა და 2004 წელს მოკლულ ბუტა (ამირან) რობაქიძის მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადა.

როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა არ ენდობა პროკურატურას და ენდობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, რომელმაც 2004 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის წლისთავზე, როდესაც ბუტა რობაქიძე მოკლეს, სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. დღეს კი სულ სხვა დეზინფორმაციით უნდა კვებოს საზოგადოება. `რუსთავი 2~ ამ შემთხვევაში არის ოპერატიული, ტექნიკური ქვედანაყოფის ერთ-ერთი სეგმენტი და საინტერესოა. “ახალი ვიდეო მტკიცებულება” რას ემსახურება. 9 წელია ჭიანურდება ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება, არცერთი სხვა მნიშვნელოვანი საქმეები გახსნილი არ არის და კიდევ გამოძიების ჩიხში შეყვანისა და გაჭიანურების განსახორციელებლად ახალი ავანტიურა არის ჩაფიქრებული.

`დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების პროეტესტი სრულიად ადეკვატურია, რადგან ამ ვიდეო მასალის ჩვენებით ხელახლა მოკლეს ბუტა, ხელახლა კლავენ მის მშობლებს, ამიტომ მათთან ყველანი სოლიდარულები უნდა ვიყოთ, რადგან ბუტას ბედის გადაწყვეტა ჩვენი შვილების ბედია”, _ აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

“რუსთავი 2” –თან მიმდინარე აქცია დასრულდა, თუმცა შენობის ტერიტორიაზე ამ დრომდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადილზე რჩებიან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE