[მედიანიუსი]
სოციალურად დაუცველებმა გვიან ღამით პრეზიდენტის რეზიდენციასთან პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ისინი თბილისში, რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოში თვითნებურად არიან შეჭრილები და სწორედ ამ ფართის დაკანონებას ითხოვენ.
აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ქალბატონმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.
სოციალურად დაუცველები ყოფილ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის საცხოვრებელი ფართებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.