მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ სააკაშვილი: "ვიცი, რომ შეიძლება, ვიღაცეებს უხაროდეთ კიდეც სამართლებრივი დევნა და მინდა, ვკითხო იმ ხალხს - რა გიხარიათ?!" - 20 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი სასახლის კარი მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპისთვის ღიაა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების დასრულების კომენტირებისას განაცხადა.

"ბოლო წლებში ჩვენი შრომის შედეგად, მე ვვარაუდობდი, რომ ჩემს პრეზიდენტობას იმით დავასრულებდი, რომ წელს ვილნიუსის სამიტზე საქართველო ევროკავშირის პერსპექტივის განცხადებას მიიღებდა, რაც გააჩენდა პოტენციურ შესაძლებლობას, რომ გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, რაც საქართველოსთვის ნამდვილი გეოპოლიტიკური გადატრიალება იქნებოდა. ჩვენ გვქონდა და ჯერ კიდევ გვაქვს შანსი 2014 წელს მოვხვედრილიყავით ნატო-ს გაფართოებაში. რაც არ უნდა დეკლარაციები ვაკეთოთ, რა ელჩებიც არ უნდა დავნიშნოთ, რა დელეგაციებიც უნდა ვაგზავნოთ, ერთადერთი ჩვენი მომკითხავი იქნება ჩვენი ქვეყნის ბოლოსაუკუნეების დამპყრობელი და გამანადგურებელი. გადავდოთ გვერდზე ნებისმიერი პოლიტიკური ამბიცია და ჩემი სიმპათიები, თუ ანტიპათიები, ამდენი წელი ვაშენებდით საქართველოს უსაფრთხო ევროპულ მომავალს, მაგრამ ამ რიტორიკას, რასაც ყოველ დღე ვისმენთ და იმას, რაც ყოველ დღე ხდება, დაკითხვებს და დაჭერებს აქვს პოლიტიკური ფასი და ის დაგვედება ვალად, რომლის გადახდაც ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დაედებათ. ისინი არ გვაპატიებენ, რომ ვერ მოვახერხეთ დღევანდელ დღეს შეთანხმება და საკუთარ თავზე მაღლა დადგომა, ბოღმის, ბოროტების გვერდზე გადადება და ერთად დადგომა. მე ვიცი, რომ შეიძლება, ვიღაცეებს უხაროდეთ კიდევაც სამართლებრივი დევნა, მინდა, ვკითხო იმ ხალხს ვისაც ეს უხარია, რა გიხარიათ? ხვალ და ზეგ თუ საქართველოში სხვა პოლიტიკური პარტია აღარ იქნა, თუ აღარ იქნა დამოუკიდებელი მასმედია, ხვალ თქვვენი რომელიმე მოქმედება რომ აღარ მოეწონოთ, თქვენც დაგჩაგრავენ, ამიტომ დემოკრატია არის ყველასთვის, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი. ზოგიერთს შეიძლება ერთმანეთი სძულდეს, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს სამშობლო. სამშობლოს სიყვარულით და სასიცოცხლო ინტერესის გამო ახლა უნდა ვიპოვოთ საერთო ენა და რაღაც სახის შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, ამ სასახლის კარი შემდგომი მოლაპარაკებისთვბის ღიაა. ჩვენ ახლა უფლება არ გვაქვს დიალოგზე უარი ვთქვათ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE