მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროკურატურას ციხის კადრებთან დაკავშირებით დიდი სამუშაო აქვს გაწეული _ საია - 21 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, მთავარ პროკურატურას ციხის კადრებთან დაკავშირებით დიდი სამუშაო აქვს გაწეული და კარგი იქნება, თუ ამ ინფორმაციას საზოგადოებას გააცნობს.

როგორც კახა კოჟორიძემ მთავარი პროკურორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთავარ პროკურორთან შეხვედრისას ბევრ საკითხზე იმსჯელეს.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, არასამთავრობოები შეხვედრაზე თენგიზ გუნავას, ციხის სკანდალის გამოძიებასა და ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდნენ.

"მივიღეთ ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც კარგი იქნება თუ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის. მაგალითად, ის რომ ციხის კადრებთან დაკავშირები პროკურატურის მიერ 2 000 პატიმარი იყო დაკითხული, ცნობილი არ იყო. პროკურატურას ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი მუშაობა აქვს დაწყებული", - განაცხადა კახა კოჟორიძემ და დასძინა, რომ მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესწავლას უცხოელი კოლეგების დახმარებით გეგმავს.

მისი თქმით, პროკურატურა გეგმავს ექსპერტების დახმარებით გასცეს პასუხი იმას, თუ რამდენად ავთენტურია მასალა და მერე გადაწყდება ამ მასალის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი.

ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურორმა განმარტა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მედიის საშუალებით გარკვეული განცხადებები გააკეთეს, გამოძიების პროცესში "რაღაცები უარყვეს" და ექსპერტიზაზე უარი თქვეს.

არასამთავროებებისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა დღეს მთავარი პროკურორის ინიციატივით შედგა თითქმის სამი საათი გაგრძელდა. დაგეგმილია, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართოს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE