მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თუკი პასუხს სთხოვენ ბაჩო ახალაიას, მაშინ პასუხი ირაკლი ოქრუაშვილსაც უნდა მოსთხოვონ _ სოსო რობაქიძე - 21 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ გურამ დონაძის თავისუფლებაში ყოფნა არ შეიძლება, რადგან სწორედ მისი ორგანიზებული შეთქმულების გამო ცვლიან ჩვენებებს.

სოსო რობაქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საჭიროებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუკი პასუხს სთხოვენ ბაჩო ახალაიას, მაშინ პასუხი ირაკლი ოქრუაშვილსაც უნდა მოსთხოვონ.

სოსო რობაქიძე ეჭვობს, რომ ოქრუაშვილის გათავისუფლება ვიღაცის ინტერესებში შედის.

"ამიტომ ვამბობდი, რომ დონაძის თავისუფლებაში ყოფნა არ არის სწორი. ჩვენებები იცვლება სწორედ შეთქმულების გამო. მათ უკვე იციან, თუ ერთი რომელიმე იტყვის სიმართლეს, ყველა ერთ ქვაბში მოიხარშება. ამას ემსახურება ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრებიც. ამასთან, დასაფიქრებელია ის ფაქტიც, რომ გოჩა მუკბანიანი, რომელიც "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტია, პირველ ჩვენებაში გამბედავად ლაპარაკობდა, ახლა კი მეჩვენება, რომ იგი კანკალებს. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ დონაძის გარეთ ყოფნა არ შეიძლება", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეცვალა ჩვენება თბილისის საპატრულო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა მაიზერ ლიპარტელიანმა.

"მეგონა, რომ მაიზერ ლიპარტელიანი ყველაზე ვაჟკაცი კაცი იყო პოლიციაში. იგი ჩემთან ოჯახშიც არის ნამყოფი და აცრემლებული მეუბნებოდა, ორივე შვილს იფიცებდა, რომ ბუტას მკვლელობის ადგილას იარაღი არ ყოფილა. ახლა კი რა ნამუსით ცვლის ამ ჩვენებას, ჩემთვის არის გაუგებარი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ და დასძინა, რომ გამოძიებამ უკვე იცის იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიიტანა.

სოსო რობაქიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურამ ეს ადამიანები უკვე დაკითხა, თუმცა არ დააკონკრეტა. ისინი პოლიციის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლები არიან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE