მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თებერვლის ბოლოდან სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 100-პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი - 21 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

თებერვლის ბოლოდან საქართველოს მოსახლეობის 100-პროცენტი სამედიცინო დაზღვევით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არის უნივერსალური დაზღვევა. მისით მოსახლეობის ის ნაწილი ისარგებლებს, რომელიც აქამდე დაზღვეული საერთოდ არ ყოფილა.

სერგეენკოს ინფორმაციით, ლაპარაკია 2 მილიონზე მეტ მოქალაქეზე, რომლებზეც აქამდე არცერთი სადაზღვევო პროგრამით არ სარგებლობდნენ.

რაც შეეხება უკვე დაზღვეულ 2 მილიონ მოქალაქეს, სერგეენკოს თქმით, მათი დაზვევის არსებული პროგრამები ჩვეულებრივ გაგრძელდება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE