[მედიანიუსი]
საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის დაცვის მხარე მოსკოვის ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ქართველ პოლიტიკოსს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა, გაასაჩივრებს.
ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს თარგამაძის ადვოკატმა გალინა სტეფანენკომ განუცხადა. ,,გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმდენად, რამდენადაც საქმეში არის რიგი პროცედურული დარღვევები”, _ აცხადებს ადვოკატი.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის დაკავებაზე სანქცია გასცა.
რუსული მედიის ცნობით, ამგვარად სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც თარგამაძისათვის დაუსწრებლად დაკავების შესახებ სანქციის გაცემას ითხოვდა.
მოსკოვის პოლიციამ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეზე ფედერალური ძებნა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.
რუსეთში მასობრივი არეულობის მომზადებაში ბრალდებული ქართველი პოლიტიკოსი ძებნილ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი.
თარგამაძეს რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ედება ბრალი.