მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს-ს ოპერატიულ შემადგენლობას ხვალ და ზეგ ტესტირება ჩაუტარდება - 22 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

23-24 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მასშტაბით ოპერატიული შემადგენლობის ტესტირებას ჩაატარებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტესტირების მიზანია, დადგინდეს არსებული ნაკლოვანებები და მათ აღმოსაფხვრელად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განისაზღვროს პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები; ასევე გამოვლინდეს მაღალკვალიფიციური კადრები და პირადი შემადგენლობის სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი სურათი შეიქმნას. თითოეულ პოლიციელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საზოგადოება მისგან პროფესიონალიზმსა და კანონის განუხრელ დაცვას ელოდება. საზოგადოების დაკვეთის შესრულება მხოლოდ პოლიციელთა პროფესიული უნარების მუდმივი გაჯანსაღებით მიიღწევა. ტესტირება სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE