მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს ლადო ვარძელაშვილის ჩვენებას ავრცელებს - 22 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსის, დევი სირაძის დაღუპვასთან დაკავშირებით, შსს–მ დღეს დაკავებულ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის ჩვენება გაავრცელა.

როგორც ჩვენებაში ვარძელაშვილი აღნიშნავს, მისი მეგობრები თავის მეუღლეებთან ერთად 22 თებერვლას ღამით მასთან სახლში შეიკრიბნენ.

მას სახლში თავის პირად მფლობელობაში არსებული იარაღის კოლექცია აქვს და მეგობრებს ამ კოლექციის დათვალიერება შესთავაზა.

„ჩემს პირად მფლობელობაშია არსებული იარაღების კოლექციიდან ერთ–ერთი ნათესავისგან ნაჩუქარი იარაღია, რომლის გადაფორმებაც ვერ მოვასწარი. მეგობრები ამ კოლექციას ათვალიერებდნენ, ერთ–ერთს შემთხვევით გაუვარდა ეს იარაღი და მოხდა უბედური შემთხვევა“,–აღნიშნავს ვარძელაშვილი.

მომხდარს ადასტურებს ზვიად ქავთარაძეც, რომელსაც იარაღი ეჭირა ხელში.

„ლადოს იარაღების დათვალიერებისას ჩემს მიერ გასროლა მოხდა“,–აღნიშნავს შსს–სთვის მიცემულ ჩვენებაში ქავთარაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვლადიმერ ვარძელაშვილი დღეს დააკავეს.

ასევე დაკავებულია ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად „ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგომ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა.

გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE