მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი სანაიას ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს - 24 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს და უახლოეს მომავალში პროკურატურას მიმართავს.

მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, ახლობლები და ჟურნალისტები დღეს ტრადიციულად, გიორგი სანაიას დაბადების დღეზე მის საფლავზე შეიკრიბნენ, სადაც ოჯახის წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

,,სასამართლო სხდომებით ყველაფერი ფალსიფიცირებულად წარიმართა. ამიტომ ამ საქმის ხელახალი გამოძიებაა საჭირო. ჩვენ ამისთვის მივმართავთ პროკურატურას. ჩვენი ოჯახი ყველანაირად დავეხმარებით, რომ დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება, დადგინდეს სიმართლე, თუ ვინ, რატომ, რა მიზნით შეუკვეთა ეს პოლიტიკური მკვლელობა. ვინ იყვნენ თანამონაწილეები, დამხმარეები”-აღნიშნა ვახო სანაიამ.

მისი თქმით, გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას საქმეში მონაწილეობა არ გამოირიცხება, თუმცა მის მიერ დასახელებული მიზეზები არსებითი არ არის. მკვლელობა გახსნილი არ არის და შემკვეთები არ დასჯილან.

გიორგი სანაიას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE