მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დევი სირაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს გირაო შეეფარდა - 24 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, დევი სირაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ სამივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გირაოს სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა; იარაღის უკანონოდ გასაღება, ჩუქებაში ბრალდებულ ვახტანგ ბიჭაშვილს _ 6 ათასი ლარი, გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ქავთარაძეს კი 15 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.

ბრალდებულებს თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრათ და ისინი საპატიმროებს მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხა მთლიანად იქნება დაფარული.

ბრალდების მხარემ ბიჭაშვილთან და ვარძელაშვილთან მიმართებაში გირაოს შეფარდება 7 და 4 ათასი ლარის ოდენობით მოითხოვა, ზვიად ქავთარაძესთან მიმართებაში კი ბრალდება წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.

ლადო ვარძელაშვილს, ზვიად ქავთარაძეს და ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალი გუშინ წაუყენეს. ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით ედება, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი 22 თებერვალს, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 45 წლის დევი სირაძე ემსხვერპლა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE