მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
04 სექტემბერი 2025
ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
   
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
   
03 სექტემბერი 2025
იგეგმება თუ არა ლევან ხაბეიშვილის დაკავება? - "ტვ პირველი"
სუსის ახალი შეფი არ გამორიცხავს, რომ ლევან ხაბეიშვილი დააკავოს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისი თქმით, თუ უწყებას ექნება მტკიცებულებები რაიმე სახის სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ისინი შესაბამისად იმოქმედებენ. ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, სახელებს და გვარებს არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.
   
03 სექტემბერი 2025
თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით და ვისაც სურვილი გაქვთ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. საკითხი ეხება ავტობუსის მძღოლებს. ავტობუსების ახალი პარტია ძალიან მალე დაიწყებს მოძრობას თბილისის ქუჩებში. მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში (დარიცხული). დასაქმებული პირები ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების D კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში – E კატეგორია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
   
03 სექტემბერი 2025
საარჩევნო პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები და დისკრიმინაციის წახალისება პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ნდობას - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ორი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუცია, ერთობლივად მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები და დისკრიმინაციის წახალისება პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ნდობას.
   
02 სექტემბერი 2025
რეჟიმი სრული ავტორიტარიზმის დამყარების გზაზე დინჯად და მეთოდურად მიდის - გია ნოდია
"რეჟიმი სრული ავტორიტარიზმის დამყარების გზაზე დინჯად და მეთოდურად მიდის. გადაწყვეტილება წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების (ფაქტობრივად, მათი საქმიანობის აკრძალვის) შესახებ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასეთს კიდევ ბევრს გადადგამენ, თუ არ შევაჩერებთ.
   
02 სექტემბერი 2025
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ თვეში უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. შსს-ს ცნობით, აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის, ჯამში, 100 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.
   
02 სექტემბერი 2025
კონკურენციის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით რვა თვის შედეგებს აქვეყნებს
"ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია, შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა – gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე – consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ს ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე – ქალაქის ნომერზე 032 205 44 22“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE