მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
26 დეკემბერი 2019
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს სოლიდარობის აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 29 დეკემბერს იგეგმება, საქართველოს ყველა ქალაქში, სოფელსა და ასევე მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, 19:00 საათზე „თავისუფლების სიგნალი“ გაისმას. ამავე განცხადებით გაფრინდაშვილის ოჯახი ყველას მოუწოდებს, შეუერთდნენ „თავისუფლების სიგნალს“.
   
26 დეკემბერი 2019
,,ლელო საქართველოსთვის’’ - განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს და სისტემური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები განხორციელდეს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა, კულტურის სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება.
   
24 დეკემბერი 2019
აშშ-ის თავდაცვის საბიუჯეტო კანონში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს
აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის საბიუჯეტო კანონის სრული ტექსტი, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი, დღეს გასაჯაროვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ს საბიუჯეტო კანონი კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით.
   
24 დეკემბერი 2019
სახალხო დამცველი - პენიტენციური დაწესებულებები გადატვირთულია და პერსონალის ნაკლებობა შეიმჩნევა
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით, უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზეც. ასევე ანგარიშში ხაზგამსულია, რომ ცალკეული გამონაკლისების გარდა, პატიმრებს არ უსაუბრიათ ციხის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტებზე. ძირითადად, ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაეთიკურ მიმართვებზე საუბრობენ.
   
24 დეკემბერი 2019
სურსათის ეროვნული სააგენტო საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით მომხმარებლებს აფრთხილებს
​სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეიძინონ არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათი. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
   
23 დეკემბერი 2019
„შმაქსის“ მძღოლებმა 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს
როგორც „შმაქსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, 17 დეკემბერს, ათეულობით „შმაქსისტი“ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა 200 ლარით დააჯარიმეს. მათივე განმარტებით, მიზეზი ახალი კანონია, რომლის მიხედვითაც იკრძალება ტაქსის ტრაფარეტთან მიმსგავსებული საშუალებებით გზებზე გადაადგილება. დაჯარიმებული მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ახალი ჩანაწერის შესახებ ინფორმირებულები არ ყოფილან. ისინი შსს-ს ჯარიმების გაუქმებას სთხოვენ.
   
22 დეკემბერი 2019
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტსა და ქალაქს აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს! ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა, – ამის შესახებ პარტიის, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ, მძლავრ ფინანსურ და ლოჯისტიკურ ჰაბად მთელს მსოფლიოში.
   
20 დეკემბერი 2019
ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაგოდეხის პოლიციის უფროსისა და სხვა პოლიციელების სავარაუდო დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავს ტარიელ შეითნიშვილს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს დააკავა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დაკავებისას პოლიციელებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც ტარიელ შეითნიშვილის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა.
   
20 დეკემბერი 2019
გრიგოლ ვაშაძე - მმართველი გუნდის შეთავაზება მიუღებელია
„არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი. მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით – 50 მაჟორიტარი დეპუტატი, 100 პროპორციული დეპუტატი და არამარტო 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ საქართველოში ყველა დანარჩენი არჩევნებიც უსასრულობამდე. ამისთანა არასერიოზულობა არ მინახავს. ეს წინადადება აჩვენებს, როგორ წვალობენ, დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობაზე უარს".
   
20 დეკემბერი 2019
სალომე ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარებას გაეცნო და ოჯახს შეხვდა
„შედეგი არის საშინელება. დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმეა“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE