მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
13 იანვარი 2019
ჰერალდიკის საბჭო - დგება დრო სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში
"თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი მდგრადი ხასიათი, დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში. მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა".
   
13 იანვარი 2019
„ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა
„​ტამიფლუსთან“ დაკავშირებით, გუშინდელი დღიდან ახალ პროტოკოლზე გადავერთეთ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები პრეპარატს დღეს 12:00 საათამდე გასცემენ ყველა ჯგუფზე. თორმეტამდე იმიტომ, რომ ამ დროისთვის დასრულდება ყველა რეგიონში სააფთიაქო დისტრიბუცია და უკვე მოწესრიგებული იქნება. ასევე, დაემატა მესამე მიმართულება – ჯერჯერობით თბილისში, ოჯახური მედიცინის ხუთ ცენტრში, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ, პაციენტს, რომელსაც ასეთი დიაგნოზი დაესმება და ექიმი საჭიროდ ჩათვლის ამ მკურნალობას, ადგილზე შეეძლებათ, ასევე უფასოდ მიიღონ ეს პრეპარატი".
   
12 იანვარი 2019
"ზურაბიშვილის გზავნილია, რომ ცილისწამების გარდა, სხვა საკითხებზე არაფერ შუაშია"
„ერთადერთი საკითხი, რაზეც მას პოზიცია აღმოაჩნდა, ეს იყო ცილისწამების საკითხი, რაც. პრაქტიკულად, ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ფიქრს,“ - განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გია ნოდიამ.
   
12 იანვარი 2019
"კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას"
"ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს იმ სურათიდან, რომელსაც ხან ქმნის მედია, ხანდახან სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
   
12 იანვარი 2019
ჯანდაცვის სამინისტრო - გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება
დღეიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა. „ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს“, – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
   
12 იანვარი 2019
"ტამიფლუს" მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება"
„ტამიფლუსთან“ დაკავშირებით ტვირთს ველოდებით დღის მეორე ნახევარში. 13 ათასი კოლოფი ტამიფლუ არის ამ ეტაპზე შეკვეთილი და ჩამოდის. როგორც გუშინ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, გვქონდა მოლაპარაკება აფთიაქებთან, ეს არის ხუთი ყველაზე დიდი ქსელი, რომლებიც მთელ საქართველოში ფლობენ სააფთიაქო დაწესებულებებს. მოვილაპარაკეთ, დოზები განაწილებულია, სქემები აღრიცხვიანობაზე უკვე გაკეთებულია. ასევე 24/7 ზე მომუშავე ამბულატორიებიც მზად არიან „ტამიფლუ“ უფასოდ გასცენ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები გააგრძელებენ იმავე კონტინგენტზე „ტამიფლუს“ გაცემას და ეს იქნება დღეს, დღის მეორე ნახევარში“.
   
11 იანვარი 2019
მზე სიკვდილის შემდეგ კრისტალის ბურთი გახდება?
მას შემდეგ, რაც ჩვენს მზეში სინთეზი შეწყდება და მისი ღუმელებიც გაცივდება, დარჩენილი „ნაცარი“ ცაში ჩამოკიდებული გიგანტური კრისტალის ფორმას მიიღებს და ჩვენს გალაქტიკაში არსებულ უთვალავი ასეთი ობიექტის რიგებს შეუერთდება. ასტრონომებმა იპოვეს მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს, რომ მასიური თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები მეტალურ კრისტალებად მყარდება. თუ ეს ასეა, ეჭვქვეშ დგება ის მეთოდი, რომლითაც სამყაროს ერთ-ერთ უძველეს ობიექტთა ასაკს ვანგარიშობთ.
   
11 იანვარი 2019
„თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები გააქტიურდა?
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელი „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის შეკვეთილმა და დაფინანსებულმა კამპანიამ მოიცვა. ორი დღეა, ათობით Facebook-ზე ვრცელდება სხვადასხვა მასალა, რომლის მიზანიც ხაზარაძის დისკრედიტაცია და პროკურატურის ინფორმაციის გამყარებაა. გამოძიება ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ჯგუფს ფულის გათეთრებას ედავება.
   
11 იანვარი 2019
კანადას მომდევნო სამ წელიწადში მილიონი იმიგრანტის მიღება სურს
კანადამ 2017 წელს 286 ათასზე მეტი მუდმივი მცხოვრები დაამატა, 2019 წელს ეს რიცხვი შესაძლოა, 350 ათასამდე გაიზარდოს. კანადის ხელისუფლების გეგმის თანახმად, 2020 წელს მუდმივი მოქალაქეობა შესაძლოა 360 ათას, 2021 წელს კი 370 ათას იმიგრანტს მიენიჭოს. კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის მინისტრის, აჰმედ ჰუსენის განცხადებით, იმიგრანტების შედინება ქვეყნის მოსახლეობის დაბერების პროცესს გაანეიტრალებს და შრომით ძალას გაზრდის.
   
11 იანვარი 2019
ნიკა მელია - ზურაბიშვილმა თქვა, რომ მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი
„მან თქვა, რომ არ მაინტერესებს არაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. არ მაინტერესებს, რა ხდება სასამართლო სისტემაში. არ მაინტერესებს რა ხდება უკრაინაში, არ მივულოცავ უკრაინელებს, კონფლიქტი არის მართველ გუნდში? არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, რატომ? იმიტომ, რომ მე ვარ ფრანგი პენსიონერიო და მეცით პატივი, როგორც ფრანგ პენსიონერსო,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE