მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
13 დეკემბერი 2018
vali.ge-ს ბაზას „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა
პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge მონაცემები განახლდა – ერთიან ბაზას დღეს „ბაზისბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 223 მსესხებლის, 699 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,159,583,175 ლარია. ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციიდან შესყოდული სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბაზისბანკი“, სს „ტერა ბანკი“.
   
13 დეკემბერი 2018
საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ტაილანდის სამეფოს ვიზა საზღვარზე აიღონ
2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება Visa on Arrival, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტაილანდში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ ძულიაშვილის ტაილანდის სამეფოში მთავრობისა და სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სადაც ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან Visa on Arrival-ის ამოქმედდება.
   
13 დეკემბერი 2018
„დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - ხელისუფლებამ ვეტერანების მათხოვრული 22 ლარი ისევ ძალაში დატოვა
საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ ქვეყნის ბიუჯეტში ვეტრანებისთვის 22-ლარიანი სუბსიდიის დატოვებას აპროტესტებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილის განცხადებით, დეკლარირებული ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ ბლეფი აღმოჩნდა.
   
13 დეკემბერი 2018
უფასო სამედიცინო აქცია ქვემო ქართლში მცხოვრები ვეტერანებისთვის
მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარებენ. უფასო სამედიცინო აქცია გარდაბანში, კლინიკა "სანოში" ჩატარდება. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: ქ.გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა ( ძველი საავადმყოფოს უკან).
   
13 დეკემბერი 2018
სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ დაცვის თანამშრომელს პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ დაცვის თანამშრომელს სცემეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და პაციენტის ნათესავებს შორის მოხდა. ერთ-ერთი პაციენტის ახლობელი, რომელმაც ინციდენტის წინა დღეს კლინიკაში ახლობლის მოსანახულებლად შესვლაზე უარი მიიღო, ვითარების გარკვევას მეორე დღეს შეეცადა. კლინიკაში რამდენიმე პირი მივიდა და იქ მყოფ დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
   
12 დეკემბერი 2018
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა
„დღეს, 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი. 15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე. წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება. ქარხანა იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები უახლოეს მომავალში შევა ძალაში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი“, – აცხადებენ მეტალურგიულ ქარხანაში.
   
11 დეკემბერი 2018
ციფრული სავაჭრო პლატფორმა Vendoo - თიბისი ჯგუფი ელექტრონულ კომერციას ავითარებს
თიბისი ჯგუფი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. მალე ბაზარს შეემატება ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა Vendoo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეებს კი, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას.
   
11 დეკემბერი 2018
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, თამბაქოზე გადასახადი კიდევ უფრო გაზარდოს
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გადასახადების ზრდამ მოწევაზე თავის დანებებისკენ მწეველთა მხოლოდ ნაწილს უბიძგა, ამიტომაც აღნიშნული პოლიტიკა კიდევ უფრო გასაძლიერებელია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რეკომენდაციას უწევს საქართველოს, თამბაქოს ყველა პროდუქტზე გადასახადები გაზარდოს.
   
11 დეკემბერი 2018
თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 56 000 000 ლარით გაზრდილია
"ქვეყანაში კატასტროფულად არის გაძვირებული ყველაფერი. გუშინ ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას პური გაუძვირეს და ნაცვლად იმისა, რომ მერიას ქამრები შემოეჭირა, შეემცირებინა ბიუროკრატია, მათ კიდევ 7 მლნ ლარით გაზარდეს სახელფასო ფონდი ფულადი ჯილდოებისთვის. თანხა გაზარდეს თავიანთი მივლინებების, რესტორნების, მანქანების მომსახურების ხარჯები და მათ ასევე გაზარდეს სარეკლამო ხარჯები იმ ფონზე, როდესაც მაგალითად შეამცირეს ავარიული კორპუსების დაფინანსება. ეს ბიუჯეტი ისევ და ისევ მორგებულია მაღალჩინოსნების ფუფუნებაზე, მათ კარგად ყოფნაზე, მათ კეთილდღეობაზე და არაფერი საერთო არ აქვს ამას თბილისელების კეთილდღეობასთან, მათი პრობლემების მოგვარებასთან. ფაქტობრივად, ბიუჯეტის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატებს შეეხოთ და სხვას არავის", – განაცხადა ნადირაძემ.
   
10 დეკემბერი 2018
სესხების განულებასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება
სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ვებგვერდზე დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილი იქნებიან სამი ბანკის მომხმარებლები: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE