მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
24 ოქტომბერი 2018
სახალხო დამცველი სახელმწიფო თანამდებობის პირებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს
"სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენელს, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში მუხლჩაუხრელად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად და მოუწოდებს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით".
   
23 ოქტომბერი 2018
Galt & Taggart - საშუალოვადიან პერიოდში დოლარი-ლარის კურსი 2.5 ნიშნულთან ახლოს იქნება
საშუალოვადიან პერიოდში დოლარი-ლარის კურსი 2.5 ნიშნულთან ახლოს იქნება, – აცხადებენ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ში. ამასთან, კომპანიის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლარის სეზონური გაუფასურება 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და კურსი 2.7-2.75 ფარგლებში დაფიქსირდება.
   
23 ოქტომბერი 2018
დავით სერგეენკო მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს
„2013 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისმა შემოიღო გრიპზე ცნობიერების ამაღლების კვირეული და ამ კვირაში სწორედ ეს კვირეულია. საუბარია სეზონურ გრიპზე, რომელიც ყოველ წელს მეორდება და არა გრიპის ეპიდემიებზე, ეს ცალკე თემაა, რომელიც საბედნიეროდ არ გვემუქრება. სეზონურ გრიპთან მიმართებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ, რა რისკჯგუფებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია და ზოგადად, როგორ შეიძლება ამ დაავადებისგან თავის დაცვა ან დაავადების შემთხვევაში, სწორი დაცვა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
   
22 ოქტომბერი 2018
მიწისზედა მეტროს ახალი პროექტი თბილისსა და რუსთავს დააკავშირებს
საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს პროექტს იწყებს. ამის შესახებ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პრველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს. სამშენებელო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. მოხდება მეტროსადგურ „სამგორის“ მოდერნიზაცია და მიწისზედა მეტროს ახალ ხაზთან დაკავშირება. სამგორი – ლილოს ბაზრობა, სამგორი – აეროპორტის ხაზებზე მეტროს ექვსი შემადგენლობა ორმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. მოცდის სავარაუდო დრო 10 წუთი იქნება.
   
22 ოქტომბერი 2018
ფინანსთა მინისტრი: სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება
„ნებისმიერი კრიზისი რომ აიღოთ მსოფლიოში, ყოველთვის მის ძირში დევს ჭარბვალიანობა. ეს იწვევს კრიზისს. ამან გამოიწვია 30-იან წლებში ამერიკაში და 2008 წელსაც. ყოველთვის ჭარბვალიანობა დევს ყველა კრიზისის სათავეში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს სჭირდებოდა მიხედვა. ეს იყო ტოქსიკური გზა, რეალურად არანაირ შვებას არ აძლევდა ადამიანებს გრძელ ვადაში. სესხს მიიღებს ყველა, ვისაც მისი გადახდის საშუალება ექნება. ღმერთმა დაიფაროს, რომ საბანკო სექტორი დაზიანდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
   
22 ოქტომბერი 2018
პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო
„საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
   
19 ოქტომბერი 2018
ადამიანის უფლებათა ცენტრი: 14 საქმიდან ირკვევა, რომ პოლიციელებმა დაკავებული პირების მიმართ, სავარაუდოდ, განახორციელეს ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა
"ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოებული საქმეების საფუძველზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სრული გამოძიების უზრუნველსაყოფად, მანკიერი, სისტემური პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პირობებშია შესაძლებელი", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
   
19 ოქტომბერი 2018
სახალხო დამცველს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სავალალო მდგომარეობა დახვდა
სახალხო დამცველმა სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოინახულა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი. ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში სავალალო მდგომარეობა დახვდა; საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
   
18 ოქტომბერი 2018
ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დასაქმებულთა მასშტაბურ გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებს
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების დასაცავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით დღეს, 18 ოქტომბერს მიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულების პირობების არსებითი შეცვლა, რასაც საფუძვლად ედო კანონშეუსაბამო პირობები და რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომლის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება.
   
17 ოქტომბერი 2018
სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო მოინახულა
„ჩემი ვიზიტის მიზანია იმის ნახვა, თუ რა ვითარებაა, რა გაკეთდა, მოვისმინე ასევე სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება წარმატებული მაგალითი იქნება, რომ მონდომების, ყურადღებისა და არსებული თანხის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება თუნდაც, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგება. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო სამინისტროს მხრიდანაც მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიმართ. მიხარია, რომ ჩვენს აქტიურობას, ასევე მედიის აქტიურობას რეალური შედეგი მოყვა. შედარებაც არ შეიძლება იმ პირობებთან რაც იყო. თუმცა, არც სხვა დაწესებულებებში არის კარგი მდგომარეობა და მე პირადად გავაგრძელებ სხვა დაწესებულებების მონიტორინგს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE