მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
27 აპრილი 2018
რა შედეგები ექნება ევროპარლამენტის რეზოლუციას და ნატოს სამიტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე?
2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს. როგორც საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალი საბანაძე აცხადებს, ამ ეტაპზე ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები განიხილავენ, თუ ვინ დაწერს რეზოლუციის პროექტს. დოკუმენტს, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებენ.
   
26 დეკემბერი 2017
მარიამ რამინაშვილი: „ხელისუფლების მიერ წაქეზებული ძალადობა, უპირველესად, მოზარდებში იჩენს თავს!
ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ ბევრი კიდევ ერთხელ დააფიქრა ჩვენს დღევანდელ ყოფასა და მომავალზე. ფაქტია, რომ ეს ლოკალურ-ერთეული შემთხვევა არ არის და ძალადობის მიზეზები უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ შრეებში უნდა ვეძიოთ.
   
26 დეკემბერი 2017
თვითმმართველობები ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ?
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებით, დასტურდება საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურები ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებდნენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ეგზავნებათ ოფიციალური წერილები, მოსალოდნელი რეორგანიზაციის, ან მოსალოდნელი ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ.
   
21 დეკემბერი 2017
ექვსწლიანი საასჯელი „ბალიშის პირის მოპარვისთვის“, რასაც მოწმე არ ადასტურებს?
„ქრონიკა პლუსს“ პენსიონერმა ნელი ბერუაშვილმა წერილობით მომართა და პატიმარი შვილის საქმეში თანადგომა სთხოვა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ ექვსწელმისჯილი მიხეილი უდანაშაულოა და მორიგ გადაწყვეტილებას საქმეზე, 13 იანვარს, უკვე სააპელაციო სასამართლო გამოიტანს.
   
18 დეკემბერი 2017
ბესო შენგელია: საბანკო სექტორის კომპანიები აფხაზეთსა და ცხინვალს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებენ
„რუსეთის ხელისუფლება არამხოლოდ მავთულხლართების გაბმითაა დაკავებული ჩვენს ქვეყანაში, ასევე ყოველდღიურად ცდილობს სეპარატისტული ხელისუფლების გაძლიერებას და მისი ფსევდო დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას სხვადასხვა გზებითა და საშუალებით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები რუსული კომპანიების საშუალებით ახორციელებენ ფულად გადარიცხვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიაზრებიან. ეს არის უპირველესად ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა".
   
14 დეკემბერი 2017
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტს ფუნქციები არ აქვს და ორი სასახლე გვაქვს, ესეც ქართული პოლიტიკური კომიზმის გამოვლინებაა
"პატრიარქს რომ იდეა ჰქონდა, საქართველოსთვის კონსტიტუციური მონარქია კარგი მმართველობა იქნებაო, მგონია, რომ ის დრო დაგვიდგა, ხელახლა მონარქი დავაბრუნოთ და მისი მემკვიდრეების ცვლილებით კონსტიტუციაში ის როლი შევავსოთ, რასაც პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს. ამდენი ჭიდაობა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი ფუნქცია არ გააჩნია, უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარაა, უბრალოდ, მომაბეზრებელია".
   
12 დეკემბერი 2017
თამაზ დოლაბერიძე: სასტუმროს მომსახურე პერსონალი აბსოლუტურად მოუმზადებელია და საგანგებო სიტუაციების დროს მოქცევის არც თეორიული და არც პრაქტიკული უნარები არ გააჩნია
"გვაქვს მთავრობის დადგენილება და ტექნიკური რეგლამენტი, რეგლამენტს ყავს თავისი აღმასრულებელი, რომელიც დაჯარიმების ფუნქციით არის აღჭურვილი, გვაქვს კანონი, რომელიც ამ სააგენტოს საქმიანობას არეგულირებს, გვაქვს სასამრთლო, მაგრამ უბედური შემთხვევები მაინც ხდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს ფართო საზოგადოებისთვის აუცილებელი პროცესების რეგულირების პოლიტიკური ნება, რაც ახსნილია იმით, რომ ბიზნესის კეთება უნდა იყოს ადვილი და ინვესტორი არ უნდა შევაწუხოთ ზედმეტი რეგულაციებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რეგულაციები მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
   
07 დეკემბერი 2017
გია ხუხაშვილი: ქვეყანას ძალიან სერიოზული თავის ტკივილი და საფიქრალი აქვს, იმედია, ვიღაც ამაზე ფიქრობს
"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს წინასწარ ბრალი დავდო, მაგრამ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი აბსოლუტურად კატასტროფული იყო და, რაც მთავარია, ეს დღემდე არ დასრულებულა და გაუგებრობა გრძელდება. სამომავლოდ, რასაკვირველია, თავად ეს ფაქტიც და ის ტენდენციებიც, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით გლობალუარად ვითარდება, საქართველოსთვის მაღალი საფრთხის შემცველია. ვფიქრობ, რომ ქვეყანას ძალიან სერიოზული თავის ტკივილი და საფიქრალი აქვს. იმედია, ვიღაც ამაზე ფიქრობს".
   
06 დეკემბერი 2017
უკრაინიდან ქართველების გამოძევება - ქართული მხარის გულგრილობა, თუ ერთობლივი ოპერაცია?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, უკრაინიდან ქართველების ბოლოდროინდელი გამოძევება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციით გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, საგარეო უწყებამ კონკრეტული პირები სწორედ პოლიტიკური ნიშნით გამოარჩია და უკრაინაში მათი გატაცების და რამდენიმე დღით გაუჩინარების ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.
   
06 დეკემბერი 2017
ლევან ხაბეიშვილი: კალაძემ ფეხებზე დაიკიდა თბილისელების მოლოდინი, რომ სოციალური პოლიტიკა გადაიხედებოდა
"რაც მართალია მართალია, მოლოდინი ნამდვილად გააჩინა კალაძემ, რომ ნარმანიას შემდეგ რამეს შეცვლიდა. რეალობა მაშინვე შეიცვალა, როცა მან დედაქალაქის „ახალი“ ძველი მთავრობა წარადგინა. 10 რაიონის გამგებლიდან მხოლოდ 4 შეცვალა, ერთი საერთოდ დააწინაურა და საქალაქო სამსახურის უფროად დანიშნა. საქალაქო სამსახურებს რაც შეეხება, ფაქტობრივად, დიდი არაფერი შეუცვლია".
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE