მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
31 იანვარი 2022 ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ - თამარ გაბუნია „ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. |
|
|
|
|
|
|
|
 |
25 იანვარი 2022 90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე „დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება, საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი, დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არის „ომიკრონი“, რადგან 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-ს. დაახლოებით 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|