მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
08 აგვისტო 2016
ცესკოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს
"მსგავსი ფაქტების პრევენციისა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს იმ პირთა ქმედება, რომლებიც საჯაროდ მოახდენენ ან/და ორგანიზებას გაუწევენ ისეთი პირების საარჩევნო სააგიტაციო მიმართვების საჯარო დემონსტრირებას, რომელთაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა".
   
08 აგვისტო 2016
საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო
"ჩვენ ნამდვილად დავიბნრუნებთ, და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს. მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ; როგორ შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ აიღოს და თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს, და ამის მერე, კიდევ შექმნას და, ვითომ აღიაროს, რაღაც კვაზი სახელმწიფოები.ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ საქართველოს მთლიანობას და გავამთლიანებთ საქართველოს!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
   
08 აგვისტო 2016
საია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს სათანადო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს
"ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას".
   
07 აგვისტო 2016
ცესკომ ამომრჩეველთა სია განაახლა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. 15 ივლისის მდგომარეობით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 452 093 შეადგენს. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.
   
06 აგვისტო 2016
სახალხო დამცველი თელავში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
"მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რ. ქ.-ს შეკრებაზე დასწრების უფლება არ მისცა და საუბრის დროს, სახეში ხელი დაარტყა. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირი პოლიციამ დააკავა და წაუყენა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით. კადრების მიხედვით, ინციდენტის მონაწილეები გამოირჩეოდნენ სიძულვილის ენითანც. სახალხო დამცველი გმობს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, სიძულვილის ენის გამოყენებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინონ დროული რეაგირება და ძალადობრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია".
   
05 აგვისტო 2016
ცესკო პარლამენტის არჩევნებისთვის მედიაორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მედიაორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა აკრედიტაცია აუცილებელად უნდა გაიარონ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).
   
04 აგვისტო 2016
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისთვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ კარგად არის ორიენტირებული რეგიონალურ ეკონომიკებში. პრემიერ-მინისტრმა, მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა და დანი როდრიკის განვითარების თეორიის მნიშვნელობას შეეხო.
   
02 აგვისტო 2016
არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. ჩვენი მიზანია ინსტიტუციებმა შეიმუშაონ სახელმძღვანელოები, ინსტრუქციები, რომელშიც აღწერილი იქნება არჩევნების და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. დღევანდელი შეხვედრა არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ 2016 წლის არჩევნები იყოს უსაფრთხო, გამჭვირვალე, სამართლიანი და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.
   
01 აგვისტო 2016
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს
"იმისათვის, რომ მათ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მათ შეუძლიათ მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი".
   
26 ივლისი 2016
20 მუნიციპალიტეტში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა
„წელს ამ პროექტს ევროსაბჭოსა (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ვახორციელებთ. ახალგაზრდები, საარჩევნო საკითხებზე 10-დღიან სასწავლო კურსს გაივლიან და ვთვლი, რომ მათი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა და მათი სამოქალაქო, საარჩევნო ცნობიერების ზრდა არის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს წარმატებას მოუტანს,“- აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE