მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
01 ივლისი 2014
„საჯარო სამსახურის რეფორმა გამართული და გამჭვირვალე სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას მიზნად ისახავს“
"რეფორმა მიზნად ისახავს გამართული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და 10 კატეგორიას მოიცავს, რომელთა შორისაა - საჯარო სამსახურის განმარტება; საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა; საჯარო სამსახურში მიღება; კლასიფიკაციის სისტემა; ანაზღაურების სისტემა; საჯარო მოხელეების მართვა; საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები; სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება და თანაბარი შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისთვის".
   
30 ივნისი 2014
ცესკომ 29 ივნისის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
თამარ ჟვანიამ 9 ოლქის 14 უბნის წინასწარი მონაცემები წარადგინა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.
   
29 ივნისი 2014
ცესკო: განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა
29 ივნისის განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 36,63%-მა (5,112) მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობით ხონის (76,69%), ტყიბულის (47,50) და ზუგდიდის (46,14%) ოლქების საარჩევნო უბნები გამოირჩეოდნენ. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა; პროცედურული ხარვეზების უმეტესობა კი ადგილზე აღმოიფხვრა. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 9 ოლქის 14 უბნის შედეგები results.cec.gov.ge-ზე განთავსდება.
   
28 ივნისი 2014
ცესკო თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 29 ივნისს დილის 08:30 სთ-იდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 07:00 საათიდან იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
   
27 ივნისი 2014
ცესკომ თბილისში მერის და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში მერის და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა. 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად განისაზღვრა, რომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი - დავით ნარმანია (”ქართული ოცნება”, ხმების 46,09 %) და ნიკანორ მელია (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხმების 27,97%) მიიღებენ მონაწილეობას.
   
26 ივნისი 2014
ცენტრალური საარჩევნო კომისია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
"მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულმა მაუწყებლებმა გააგრძელონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51–ე მუხლის შესაბამისად, მათ შორის მეორე ტურში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებისათვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად".
   
25 ივნისი 2014
29 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება
№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები; №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი; №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები; №40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი; №55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი; №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები; №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი; №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი; №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.
   
24 ივნისი 2014
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მედია-ანალიტიკოსის, მათიას ჰუტერის მიერ იყო შეტანილი.
   
23 ივნისი 2014
ცესკო: არჩევნების მეორე ტურის თარიღი შემაჯამებელი ოქმის მიღებისა და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
"თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციას და არ არის დამოკიდებული კომისიის მოქნილობაზე. ცალსახად განვმარტავთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების მეორე ტურის თარიღი, გამოცხადდება შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ. საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში და შესაბამისად ვერცერთი პოლიტიკური ძალა ან მათი განცხადებები ვერ იქონიებს გავლენას ცესკოს გადაწყვეტილებებზე", – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
   
20 ივნისი 2014
შსს: მარნეულში საარჩევნო უბნებზე მომხდარი გაყალბების ფაქტები გახსნილია
"საქართველოს შსს-ს მარნეულის სამმართველოს მიერ გახსნილია 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მარნეულის N22 საოლქო კომისიის 57-ე და 25-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი არჩევნების გაყალბების ფაქტები. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარედგინა 13 პირს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ 57-ე და 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიების შენობებში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომელთა უმრავლესობასაც ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაური და ახლო მეგობრული ურთიერთობები".
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE