მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
09 თებერვალი 2013
ბიძინა ივანიშვილი: "მიხეილ სააკაშვილს გუშინდელი განცხადებები ადრე რომ გაეკეთებინა, ზოგი გართულება თავიდან იქნებოდა აცილებული"
"მე კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ მზად ვარ, პრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ გუნდთან ურთიერთობისთვის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით. ძალადობრივი დანაშაულის პატიების უფლება ჩემთვის არავის მოუცია. ყველა სხვა საკითხზე მზად ვარ, გონივრული კომპრომისებისთვის ჩვენი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ", - განაცხადა ივანიშვილმა.
   
09 თებერვალი 2013
თეა წულუკიანი: "მიხეილ სააკაშვილი გამოსვლისას ფიზიკურად, სულიერად და პოლიტიკურად დაკნინებული პოლიტიკოსი იყო"
"მე მომეჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა იანვარში გაუვიდა, კვლავ და კვლავ ხალხს ვერ გაუგო. ამავე დროს, ის ბრაზი, რაც როგორც ძალიან ბევრ მოქალაქეს, მეც მქონდა დაგროვილი მისი მმართველობის წინააღმდეგ, მისი მოსმენის შემდეგ მთლიანად გამიქრა. ეს იყო, ფიზიკურად, სულიერად და პოლიტიკურად დაკნინებული პოლიტიკოსი, რომლის გამონათქვამების კრიტიკას და შეფასებას ამიერიდან ფასი არ აქვს", - განაცხადა წულუკიანმა.
   
09 თებერვალი 2013
ვწუხვარ, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა დაბლოკა - კარლ ბილდტი
"ვწუხვარ, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა დაბლოკა. ორმხრივი პატივისცემა დემოკრატიის საკვანძო ნიშანია", - განაცხადა ბილდტმა სოციალური ქსელების მეშვეობით.
   
09 თებერვალი 2013
კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე - დავით ზურაბიშვილი
"აბა ის კაი იყო თქვენ რომ გვცემდით" ტიპის არგუმენტზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ნორმალური ხელისუფლება იმით განსხვავდება დიქტატურისგან, რომ თუნდაც პროვოცირებული ძალადობა არ დაუშვას და შეფასებების დროს "ძალადობა ცუდია მაგრამ" ტიპის ფრაზეოლოგია არ გამოიყენოს. თუ გვინდა წარსულის მემკვიდრეობას გავემიჯნოთ, ასე უნდა მოვიქცეთ, თუ არადა წავალ კიდევ ერთ წრეზე და აღარ მინდა! მთელი ცხოვრება გავიდა ამ წრებრუნვაში", - აცხადებს ზურაბიშვილი.
   
09 თებერვალი 2013
ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას - IDFI
"გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს სასწრაფოდ გამოიძიონ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტი და კანონის შესაბამისად მისცენ პასუხისგებაში როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მხილებული პირები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამდებობის პირები და მოსამსახურეები ვინც ვერ უზრუნველყო საჯაროდ გაცხადებულ ოფიციალურ ღონისძიებაზე მართლწესრიგის სათანადო დაცვა", - ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.
   
09 თებერვალი 2013
გურამ დონაძე 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
   
09 თებერვალი 2013
ვახტანგ ხმალაძე: "ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები მიხეილ სააკაშვილის მიერ კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო"
"ის არეულობა, რაც ვნახეთ, იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ მან საზოგადოებისთვის მიმართვა გადაწყვიტა არა თავის სასახლეში, არამედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომლის ბლოკირებაც ძალიან ადვილია", - განაცხადა ხმალაძემ.
   
09 თებერვალი 2013
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 101 მსჯავრდებულზე გასცა
"88 პატიმარზე გაიცა რეკომენდაცია სასჯელისგან სრულად გათავისუფლდების შესახებ, ხოლო 13 პატიმარზე სასჯელის განახევრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაციები პრეზიდენტს მომავალ კვირას გადაეგზავნება", - განაცხადა ნანუაშვილმა.
   
09 თებერვალი 2013
მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
"სასამართლომ დღეს ნახევრად ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. პროცესზე დაიკითხა 8 მოწმე, რომლებმაც განაცხადეს, რომ არანაირ წესრიგის დარღვევას მიხეილ მესხისა და მელორს ვაჩნაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა კორკოტაძემ.
   
09 თებერვალი 2013
უჩა ნანუაშვილი შს სამინისტროს მოუწოდებს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარში დამნაშავეები დასაჯონ
"ნებისმიერი ძალადობა უნდა დაიგმოს. ამავე დროს ჩვენ მოვუწოდებთ შს სამინისტროს, გაატაროს ეფექტური ღონისძიებები იმისათვის, რომ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ სიტუაცია ჩაცხრა და ამ პროცესში მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი მონაწილეობა იყო, რამაც პოზიტიური როლი შეასრულა. თუმცა აქვე საჭიროა ითქვას, რომ პოლიციამ მოქალაქეთა და პრეზიდენტის მომხრეების უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ საპოლიციო ძალების მობილიზაცია საკმარისი არ იყო. უნდა ითქვას, რომ გაღიზიანებული ტონით საუბარი მომიტინგეებთან არ იყო მართებული. თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება მართებთ", - განაცხადა ნანუაშვილმა.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE