მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
 |
31 ოქტომბერი 2020 საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ორგანიზების კუთხით - კელი დეგნანი „ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამორჩეულად დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით. ვიმედოვნებ, ამომრჩეველი დააფასებს იმ მართლაც მნიშვნელოვან და კარგ სამუშაოს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა, განსაკუთრებით ამ პერიოდში, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია და ყველას მოგიწოდებთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“,-განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. |
|
|
|
|
|
 |
31 ოქტომბერი 2020 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია - ცესკო „აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია! კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.
რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრებმა ბიულეტენების მოხევისას, დააზიანეს ბიულეტენი. ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა.“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. |
|
|
|
|
|
 |
30 ოქტომბერი 2020 თამარ ჟვანია - იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე და გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი კანონია! "კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან, აღიარებულია რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მიცემის განსახორციელებლად. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება, თუმცა არქონის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე, მათ უზრუნველყოფენ პირბადით". |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
29 ოქტომბერი 2020 არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს "ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ. 31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი". |
|
|
|
|
|
|
|
 |
28 ოქტომბერი 2020 ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება რამე დაგვაბრალოს - გრიგოლ ვაშაძე „ქუთაისიდან ახლა ჩამოვედი და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ ვიცი, ვინ რაზე შეიტანა განცხადება და მოითხოვა ნებართვა, მაგრამ როგორც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის, ისე გაერთიანებული იპოზიცია არ ემზადება არეულობისთვის. თუ რაღაც დრო არის მითითებული, ეს იმისთვის, რომ ეკრანი დაიდგას სცენაზე. ყველა ჩვენი პარტიის წევრსა და მხარდამჭერს მოვუწოდებ, ძვირფასო მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არავითარი ძალადობა, ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|