მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
14 ოქტომბერი 2020
„რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით?“ - გია ხუხაშვილი
„რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით?!“ - ეს „დამანგრეველი“ არგუმენტი დაახლოებით იმას ჰგავს: შვილი რომ გყავთ მძიმედ ავად, ცდილობთ უმკურნალოთ. ვიღაც „კეთილისმყოფელი“ შემლოცველს მოიყვანს, რომელიც განკურნებას გპირდებათ 5 ლარად. თქვენ უარს ეუბნებით და მერე უბანში „გამუნათებენ“, რომ შვილი არ გიყვარს... მერე სოციალური სამსახურიც მოყავთ, მშობლის უფლების ჩამოსართმევად. მოწმეებიც პირზე გადგებიან, როგორ თქვი უარი შვილის განკურნებაზე, ე.ი. მისი სიკვდილი გინდაო...“
   
14 ოქტომბერი 2020
მახინჯი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, როცა „ეკონომიკის სტიმულირება“ ფულის მიყრა ჰგონიათ - რომან გოცირიძე
„ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო დაიხურა. როგორც მისი მეპატრონე ამბობს, ლარის ამ კურსის პირობებში წარმოებული საქონლის ფასი ისეთი გამოდის, რომელსაც ვერავინ იყიდის. ესაა იმ მახინჯი ეკონომიკური პოლიტიკის (იდეოლოგიის) შედეგი, როცა „ეკონომიკის სტიმულირება“ ფულის მიყრა ჰგონიათ და არა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. სტაბილური ლარი და სტაბილური ფასებია თავი და თავი და არა ეროვნული ბანკის ან მთავრობის „იაფი ფულის“ პოლიტიკა. ლარის ამჟამინდელი კურსი წინასაარჩევნო პოლიტიკური კურსია. არსებული ვითარების შენარჩუნების პირობებში მისი დასტაბილურება შეუძლებელი იქნება, ანუ ბევრი ბიზნესი დაიხურება".
   
13 ოქტომბერი 2020
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს" ფარგლებში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართეს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებოდნენ და მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში ეხმარებოდნენ. ასევე, დამატებით აწვდიდნენ ინფორმაციას 2020 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.
   
13 ოქტომბერი 2020
ბოლო რვა წელში ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა - გიორგი კეპულაძე
"ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი იყო დაბალი. ინვესტიციების ზრდა იყო ძალიან დაბალი, მითუმეტეს ახალი ინვესტიციების. ლარი თითქმის ორჯერ გაუფასურდა აშშ დოლართან, რამაც ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე და ბოლო 8 წელიწადში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასაქმება. ყველაზე საგანგაშო ამ რიცხვებში მგონი ესაა - ქვეყნიდან ბოლო რვა წელში ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა“.
   
13 ოქტომბერი 2020
სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება - საგარეო სამინისტრო
„კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომლებიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა, სრულად შეესაბამება იკაო-ს სტანდარტებს. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული, ტვირთების გატარების მხრივ. აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლიან ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაო-ს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში".
   
12 ოქტომბერი 2020
ვინ რას ლაპარაკობს წინასაარჩევნოდ - დავით ზურაბიშვილი
"და ლეიბორისტები რასაც ლაპარაკობენ, იმას არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს, რადგან მისი ამომრჩეველი მაინც პირადად შალვა ნათელაშვილს აძლევს ხმას, ისევე როგორც ქართული ოცნების ამომრჩეველი ბატონ ბიძინას. შესაბამისად ქართული ოცნება რას ილაპარაკებს თითქოს იმასაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ იმისთანებს ლაპარაკობენ, რომ კაცმა არ იცის. აეგრე ვცხოვრობთ".
   
12 ოქტომბერი 2020
ხელისუფლება ვიწრო და არაშორსმხედველი წინასაარჩევნო ინტერესის გამო აზიანებს ეროვნულ ინტერესს - ნოდარ ხარშილაძე
„მნიშვნელოვანია რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესი, მითუმეტეს დღეს არსებული ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, რომლის გადაწყვეტილების მექანიზმზეც ჯერ არაფერი ვიცით და პროგნოზირებაც ძალიან ძნელია, ახლა ჩვენი ომი გვაქვს მოსაგები, ეს ომი არის არჩევნები, რათა ამით შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირი გავიყვანოთ ამ ქვეყნიდან“, - თქვა მკვლევარმა ლელა ჯეჯელავამ.
   
12 ოქტომბერი 2020
აზერბაიჯანის საელჩო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს - თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა
"11 ოქტომბრის დღეს განჯა, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, სომხეთის სამხედრო ძალების მიერ სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღების შემდეგ სომხეთის მხრიდან სამოქალაქო პირებისა და ქალაქების დაბომბვა არის ბარბაროსობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და აჩვენებს, რომ სომხეთის მთავრობის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე მოწოდებები არის ფარისევლობა და სხვა არაფერი".
   
12 ოქტომბერი 2020
„კარტოგრაფების საქმე“ შავ ლაქად დარჩება „ოცნების“ მმართველობას - რომან გოცირიძე
„ჩემი თანაკურსელი, ზაზა ხომერიკი გვიყვებოდა, თუ როგორ დახვრიტეს 1937 წელს ბაბუამისი. შეშას ხერხავდა თურმე ეზოში, უთქვამს ალალად, ძველი ხერხი უკეთესად ხერხავდაო. მეზობელს დაუბეზღებია, ასე ამბობს, მეფის რუსეთის დროინდელი ხერხი სჯობია საბჭოთა დროისასო. მიახვრიტეს ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის. ამ დონის აბსურდია „კარტოგრაფების საქმე“.
   
12 ოქტომბერი 2020
მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, შეხვედრები იყოს უფრო გარე სივრცეში და იქაც იხმარონ პირბადეები - ამირან გამყრელიძე
„რეკომენდებულია და სასურველია, მასმედიის საშუალებებით ხშირად ჟღერდეს, რომ გარდა დახურული შენობებისა, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, ვატაროთ პირბადე. პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება ამ პანდემიის პერიოდში, კორონავიურისის წინააღმდეგ ჯერ არ აღმოჩენილა. ამიტომ, პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება, ეს არის მთავარი. ეს არის გზავნილები, რომელიც მუდმივად უნდა იგზავნებოდეს მოსახლეობასთან და მოსახლეობა ამას უნდა მიჰყვებოდეს. რაც მთავარია, დიდი თავშეყრის, დიდი დღესასწაულების თავის არიდება. მოგეხსენებათ, ახლა პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, შეხვედრები იყოს ხშირად უფრო გარე სივრცეში და იქაც იხმარონ პირბადეები, როგორც თავად პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. რათა მეტი პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE