მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
31 მარტი 2020
რატომ ვრცელდება კორონავირუსი ასე ადვილად და სწრაფად
როდესაც რაიმე ახალი დაავადება ჩნდება, მეცნიერები დაუყოვნებლივ მოქმედებას იწყებენ, რომ მის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ, რადგან ეს დაავადების შეჩერების თითქმის ერთადერთი გზაა. ერთ-ერთი ასეთი კვლევა სულ ახლახან დაასრულა მინესოტის უნივერსიტეტის ჯგუფმა, რომელიც COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის ზედაპირიდან გამოშვერილი „წვეტი“ ცილების სტრუქტურას სწავლობდა. ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა ხელს შეუწყობს ახალი პრეპარატის შექმნას.
   
31 მარტი 2020
აშშ-ის საელჩო - მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ გადაამზადა
„იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით. მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
   
31 მარტი 2020
კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, მთავრობის გაფართოებული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად საყოველთაო, სრული კარანტინი.
   
30 მარტი 2020
ტრამპი - თუ ქვეყანაში კორონავირუსით 200 000-ზე მეტი ადამიანი არ დაიღუპება, ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით 200 000-ზე მეტი ადამიანი არ დაიღუპება, ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა. დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსით მილიონობით ადამიანის დაღუპვაზე საუბარი გადაჭარბებულია და აშშ-ში მსხვერპლი ბევრად ნაკლები იქნება, ქვეყანა კი პარალელურად ეტაპობრივად ამუშავდება.
   
30 მარტი 2020
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.
   
29 მარტი 2020
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ამრიგად, საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
   
27 მარტი 2020
"ახლა არ არის არც სამეგობროს, არც ოჯახური და არც ეკლესიებში შეკრებების დრო"
„ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, უფრო ნაკლები ადამიანური კონტაქტები უნდა გვქონდეს. ძალიან მძიმეა ამისი თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველგან, ეს ეხება ყველას, მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, მათ შორის ეხება თქვენ წარმოიდგინეთ სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება თქვენ წარმოიდგინეთ დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, დღეს არსებული კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად სწორედ ოჯახურ კლასტერებს უკავშირდება.
   
27 მარტი 2020
მთავრობა შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს
ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტიდან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია ხუთი ინფიცირებულის მდგომარეობა. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 247 პირი.
   
26 მარტი 2020
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის მქონე ერთ-ერთმა პაციენტმა სიმძიმის პერიოდი გადალახა
„ერთ ქალბატონს, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომაროება რამდენიმე დღეა, სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
   
26 მარტი 2020
გაერო სახელმწიფოებს პატიმრების ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
გაერო სახელმწიფოებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოწყვლად ჯგუფში შემავალი პატიმრები გაათავისუფლონ. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა. მისი თქმით, „კოვიდ-19“ არაერთი სახელმწიფოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე მოხუცებულთა თავშესაფრებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში დაფიქსირდა, რაც დაუცველ ადამიანებს საფრთხეს უქმნის. „მთავრობამ უნდა განიხილოს მოწყვლად ჯგუფში შემავალი, დაუცველი პატიმრების გათავისუფლების საკითხი. საუბარია ასაკოვან, სხვადასხვა დაავადებების მქონე პატიმრებსა და არაძალადობრივ დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებზე“, – აცხადებს ბაჩელეტი.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE