მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
02 დეკემბერი 2024 გია ხუხაშვილი - ყველა საჯარო მოხელემ უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი უკვე ემსახურებიან არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ კონსტიტუციის და კანონის სივრციდან გასულ რეჟიმს „ფსევდო-ინტელექტუალ, მედროვე გამპრავებელ ქოცებთან, კობახიძის გადაპატიჟებას რომ ელოდებიან ტრამპის ინაუგურაციაზე, სათქმელი არაფერი მაქვს. ზოგს “შეაყარე კედელს ცერცვი” უხდება, ზოგს კი “მგლის თავზე სახარების კითხვა”. აი, ნამდვილად ინტელექტუალურ გამპრავებლებს ვეტყვი - ხომ ხედავთ, რომ აქ უკვე პოლიტიკა და პოლიტიკოსები არაფერ შუაში არიან. პროცესი მთლიანად ახალ თაობას მიჰყავს. სტიქიურად და ამასთანავე განსაკუთრებული სიბრძნით და შემართებით. ახლა კი ვკითხავ - იცით რაიმე პრეცედენტი, რომ წარსულს, ან თუნდაც აწმყოს მომავალი დაემარცხებინოს?!
მომავალი ყველა შემთხვევაში დადგება და თქვენი ინტელექტუალური ოპუსები ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება“. |
|
|
|
|
|
|
|
 |
01 დეკემბერი 2024 ნაირა გელაშვილის წერილი ივანიშვილს: "გამოერკვიეთ ამ მოჯადოებიდან და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯი კომპრომისისკენ, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც ახლა სისასტიკისკენ მოგიწოდებენ, ისინი არაფერზე აგებენ პასუხს" "ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გზას. როგორ მოხვედით (ფულით ნაყიდ თანამდგომელ ინტელექტუალთა წყალობითაც) – იმ საყოველთაო, სახალხო სიყვარულიდან და ნდობიდან, რაც 2012 წელს გეხვიათ გარს, – დღევანდელ დღემდე, როცა ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯალათად, ჰეროდედ იქეცით და ვეღარ ძღებით მათი სისხლის ღვრითა და წამებით. ნუთუ კაციჭამია ზონდერებისა და ანგარებიანი, პირმოთნე მხარდამჭერთა ამარა აპირებთ ცხოვრებას? გამოერკვიეთ ამ მოჯადოებიდან და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯი კომპრომისისკენ, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც ახლა სისასტიკისკენ მოგიწოდებენ. ისინი არაფერზე აგებენ პასუხს. ჩვეულებრივ, პირველი პირები ისჯებიან ყველაზე მეტად. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა."- ნათქვამია წერილში. |
|
|
|
|
|
 |
01 დეკემბერი 2024 საქართველო - ამაყი და ღირსეული ერია, რომელიც ნამდვილად ასეთია - უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე - მიხაილო პოდოლიაკი "რუსეთი ყოველთვის არის ბოროტების, სისხლისღვრის, ძალადობისა და დამცირების სინონიმი. რუსეთი მუდამ ეყრდნობა კოლაბორატორებს, რომლებიც სწრაფად იყიდებიან და ემორჩილებიან ცდუნებებს. შეიძლება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა? აბსოლუტურად. შეიძლება მისი დამარცხება? უეჭველად. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ახლა სასოწარკვეთილად იბრძვის თბილისის, რუსთავის და ქუთაისის ცეცხლმოკიდებულ ქუჩებში, საბოლოოდ გაიმარჯვებს. ძალა და მხნეობა შენ, საქართველო" - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი X-ზე. |
|
|
|
|
|
|
|
|