მთავარი თემები |
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
|
|
|
|
|
|
 |
27 სექტემბერი 2024 სალომე ზურაბიშვილი არჩევნების წინ ამნისტიას ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახების გათვალისწინებით კანონს ხელი მოაწერა „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. |
|
|
|
|
|
|
|
 |
27 სექტემბერი 2024 გიორგი კალანდარიშვილი - არჩევნები საერთო საქმეა, ყველა ჩართულ მხარეს, მონაწილე პირს აქვს თავისი პასუხისმგებლობა „ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ ამომრჩევლის ინფორმირებულობა და ამ ინფორმირებულობის შედეგად შესაბამისი ქმედებების განხორციელება, აქტიურობა და ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ სიაში იქნება იქ, სადაც საკუთარი ქმედებით განახორციელებს გარკვეულ მოქმედებას. ზოგადად, უბნის ფორმირება ხორციელდება პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საარჩევნო უბანი იქმნება იმ კონკრეტულ საზღვრებში და ლოკაციის ფარგლებში რეგისტრირებულ პირთა მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ამომრჩეველმა, ან მისმა ოჯახის წევრებმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების გასხვისებას და სხვა ლოკაციაზე ხელახალი რეგისტრაციის განოხორციელებას, ან ოჯახის წევრების არგადაწერას, მათ მოახდინონ რეგისტრაცია შესაბამის ლოკაციაზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
 |
26 სექტემბერი 2024 კოალიციამ „ძლიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო სია წარადგინა საარჩევნო სიაში ასევე არიან: ანა დოლიძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთევან თურაზაშვილი, საბა ბუაძე, სალომე სამადაშვილი, დავით რაქვიაშვილი, თამარ ლალიაშვილი, გრიგოლ გეგელია, ლევან სამუშია, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი უშიკიშვილი, ვახტანგ სურგულაძე, ლანა გალდავა, მაკა ნუცუბიძე, მედეა მეტრეველი, ალექსანდრე ელისაშვილი, ბაკურ კვაშილავა, აგილ მუსტაფაევი, ირაკლი ქობალია, ირაკლი ბუცინაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ოთო ფარულავა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
24 სექტემბერი 2024 გიორგი ვაშაძე - მძარცველ „ლიბერთი ბანკს“ აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს მძიმე პირობებისთვის, რაც პენსიონერებს შეუქმნეს „384 000-ზე მეტი პენსიონერი იხდის საპენსიო სესხს, იხდის ვალს „ლიბერთი ბანკის” კაბალურ პირობებში, ყოველთვიურად მათ უწევთ 70-80-90 ლარის გადახდა საკუთარი ისედაც მცირე პენსიიდან. ამიტომ, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, პირველი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება, არცერთ პენსიონერს არ მოუწევს ლიბერთი ბანკისთვის ამ ფულის გადახდა. წლებია, ამ საკითხზე ვიბრძვით, მაგრამ „ოცნებას” სცალია ყველაფრისთვის, არ სცალია პენსიონერებისთვის. პენსიონერებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ პირველი დეკემბრიდან აღარ მოგიწევთ საპენსიო სესხის პროცენტის გადახდა, ის 70-80-90 ლარი დაგრჩებათ თქვენ და აღარ მოგიწევთ ამის გადახდა. რაც შეეხება ლიბერთი ბანკს, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, პენსიონერების ძარცვას შევაჩერებთ და ამ მძარცველ ბანკს აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს იმ მძიმე პირობებისთვის, რაც პენსიონერებს შეუქმნეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 1 000-ლარიანი პენსია, რომელსაც მივაღწევთ ევროკავშირიდან 14 მლრ დაფინანსების მოზიდვის შემდეგ და უფასო მედიკამენტები ყველა პენსიონერს. საპენსიო სესხი განულდება პირველ დეკემბერს, 1 000-ლარიანი პენსია იქნება საქართველოში და მედიკამენტები იქნება უფასო ყველა პენსიონერისთვის, ანუ ის მედიკამენტები, რომელთაც თქვენ გამოგიწერთ ექიმი, აღარასდროს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევს“, – განაცხადა ვაშაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|