მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
27 იანვარი 2020
დავით ზალკალიანი - აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილებს გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბარში ზალკალიანმა აღნიშნა, რომ პარტნიორების ნებისმიერი განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც მეგობრების რჩევა და გამოხმაურება. მინისტრის თქმით, პარტნიორების, მათ შორის ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველო აღიქმება როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.
   
27 იანვარი 2020
ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა
„გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება“ ,- განმარტავენ სამინისტროში.
   
27 იანვარი 2020
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები 11-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები 11-თვიანი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. კომპანიის ოთხმა ყოფილმა თანამშრომელმა პრესკონფერენცია დღეს, დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად გამართა. კომპანიის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ გასული წლის 17 დეკემბერს დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს, რის გამოც 84 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
   
27 იანვარი 2020
ლევან ხაბეიშვილი - კალაძის დავალებით, გომელაურთან შეთანხმებით, თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი
საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას ჯგუფურად, დაგეგმილად, კალაძის დავალებით , გომელაურთან შეთანხმებით, თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი, რომელიც უკნიდან რტყმით, მერე წაქცეულზე ფეხებით და ასე შემდეგ გამისწორდა ფიზიკურად, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ ძალადობას.
   
27 იანვარი 2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, რომელიც გასული კვირის მონაცემებს ასახავს, ასი ათას ადამიანზე ვირუსის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 44 შემთხვევით ნაკლებია. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, მთლიან მაჩვენებელში გრიპის ვირუსის ნიშნებით ჰოსპიტალიზაციაზე 28% მოდის (წინა კვირაში იყო 30).
   
26 იანვარი 2020
რეკომენდაციები, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრები აეროპორტში იღებენ
„პირველ რიგში, მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხევევაში თუ ასეთი მგზავრი გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, რომ გაიაროს საწყისი ტრიაჟი ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი ან გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრია მოადგილე თამარ გაბუნიამ.
   
25 იანვარი 2020
ელჩი - უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პირადად ვესაუბრე, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, აქვთ საკვებიც და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებიც
„ჯერჯერობით, პანიკა არ არის არც ჩინეთში ზოგადად და საბედნიეროდ, არც ჩვენს მოქალაქეებში. ჩინეთში დღეს დაიწყო ახალი წელი და რეალურად, ეპიდემიის პიკს ელოდებიან თებერვლის დასაწყისში, როცა ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში ასობით მიმოფანტული ადამიანი დაუბრუნდება თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს. ვითარება საკმაოდ რთულია, რადგან მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ შესაბამისი ზომებიც მიღებულია და ყველა აეროპორტში, სადაც კი შეიძლება ქალაქებიდან გასვლა-შესვლა, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებია მიღებული, მთელი ჩინეთის მასშტაბით“, – განაცხადა ჩინეთში საქართველოს ელჩმა.
   
25 იანვარი 2020
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისში ოფისი გახსნა
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქუთაისი უნდა გავხადოთ მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულ გეგმას წარმოგიდგენთ, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რაც მას ისტორიულად ჰქონდა. ჩვენი მიზანია, მოქალაქეები დავუბრუნოთ ამ ქალაქს. ჩვენ ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. თბილისის თავკომბალობა უნდა დასრულდეს და თბილისი არ უნდა წყვეტდეს, როგორ იცხოვრონ მოქალაქეებმა ქუთაისში, ჭიათურაში და ა.შ.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
   
25 იანვარი 2020
ამირან​ გამყრელიძ​ე - საქართველო კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ზონაშია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.
   
24 იანვარი 2020
ნიკა გვარამია ოჯახზე განხორციელებულ თვალთვალზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს
"28 დღე რას უთვალთვალებდნენ, რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და შვილების გადაადგილება. ჩემმა ოჯახმა მიიღო ომის გამოცხადება დიდი ხანია. ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შევდივართ ომში. ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და მას, ამ ომში დავამარცხებთ. როგორც ადამიანები, რომლებიც ვისჯებით სიმართლისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ჩვენ მას დავამარცხებთ და დამარცხებულს მოვექცევით უკეთესად, ვიდრე ის გვექცევა,"- განაცხადა გვარამიამ.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE