მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
21 იანვარი 2020
ნინო ლომჯარია - ჩვენი ვალია არა გავლენიანი პირების, არამედ მათგან ადამიანების დაცვა
„სახალხო დამცველის ფუნქცია არის ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვას სწორედ გავლენიანი პირებისგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩვენი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ, ვერ ვხვდები კონკრეტულად რას გულისხმობენ. თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს, თუმცა ამ შემთხვევაში მე ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
   
21 იანვარი 2020
„ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს ბათუმში გადაღებულ ვიდეოს, როგორ ეხმარება ძაღლი ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში
„ძალიან ყურადღებიანი მაწანწალა ძაღლი ინტერნეტის სენსაცია მას შემდეგ გახდა, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში სკოლის მოსწავლეებს ქუჩის გადაკვეთაში დაეხმარა“, – აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.
   
21 იანვარი 2020
ნათია თურნავა - დადებითად შევხვდებით, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეწყვეტის მიუხედავად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოს სახმელეთო გზით და არაპირდაპირი ფრენების მეშვეობით სტუმრობენ რუსი ტურისტებიც.
   
21 იანვარი 2020
ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის „უნივერსალურ მეთოდს“ მიაკვლიეს
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოს განკურნების „უნივერსალურ მეთოდს“ მიაკვლიეს. როგორც „ბიბისი“ წერს, კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენა, ექიმებს ადამიანის იმუნური სისტემის „მოდიფიკაციისა“და მისი კიბოს უჯრედების წინააღმდეგ „მიმართვის“ საშუალებას მისცემს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური წამლის გამოგონება გააიოლოს.
   
20 იანვარი 2020
ყველაზე მდიდარი 2153 ადამიანის ქონების ღირებულებამ, ყველაზე ღარიბი 4,6 მილიარდი მოქალაქის ქონების ოდენობას გადააჭარბა
ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ ქალების შრომა დაფასდეს, ხოლო მილიარდერები დაიბეგრონ და მათი გადასახადებით უნდა დაფინანსდეს სხვადასხვა სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტები. „მსოფლიოს 30 ქვეყანაში საპროტესტო აქციებია. ხალხი ეკონომიკურ უთანასწორობას ეწინააღმდეგება“, – აცხადებენ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
   
20 იანვარი 2020
არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ
„შემდეგ რაუნდზე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზების. თუ არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას და ვერ მოხერხდება შეთანხმება, მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
   
20 იანვარი 2020
ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიასა და საქართველოში ჯარისკაცების განთავსება იწყება
სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“-ის ფარგლებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიასა და საქართველოში ჯარისკაცების განთავსება იწყება. ნატო-ს საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნების დროს, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპის კონტინენტზე ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური გადასროლა მოხდება. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ბაზებზე განთავსებას მიმდინარე კვირაში დაიწყებენ.
   
20 იანვარი 2020
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია - არ მიგვაჩნია, რომ მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე
„ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 პროცენტს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
   
19 იანვარი 2020
გია ვოლსკი - გიორგი გახარია არის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი
„გიორგი გახარია საკმაოდ მძლავრად არის თავის პოზიციაზე და ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიცია. მმართველობის სისტემა არის კარგად აწყობილი და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ბოლო ეტაპზე, ბოლო აკორდი, ალბათ იქნება იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელიც გულისხმობს არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ სოციალურ თემებს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისათვის ნათელი იქნება ჩვენი პოლიტიკა და ამის წარმატების გარდაუვალობა. რეალობა არის ის, რომ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და გახარია არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
   
17 იანვარი 2020
გიგა ბოკერია - ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნიშანია
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის მაგალითი და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება აგონიაში იმყოფება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE