მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
    „საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
    „2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
 
სიახლეები
29 აგვისტო 2019
ამერიკელი სენატორები - პუტინის დიდ შვიდიანში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა
„მავნე ზეგავლენა აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში, მათ შორის სისტემატური ჩარევის მცდელობა. მავნე ზეგავლენა ევროპაში აშშ-ის უახლოეს მოკავშირეებზე, ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთის მიწაზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება, ავტორიტარული მთავრობების სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ასადისა და მადუროს რეჟიმების, უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების ფართოდ გავრცელებულ დევნა – ამ მიზეზების გამო, ვლადიმირ პუტინი არავითარი პირობებით არ უნდა დაუშვან დიდ შვიდიანში, სანამ რუსეთის მთავრობა არ მოახდენს დემონსტრირებას, რომ მზად არის, მოიქცეს პასუხისმგებლიანად როგორც შინ, ისე გარეთ“, – ნათქვამია წერილში.
   
12 აგვისტო 2019
მამუკა ბახტაძე - საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება
"ერთ მხრივ, დიდგორის გამარჯვება იყო უდიდესი გამოვლინება პატრიოტიზმის და მეორე მხრივ, იყო სწორი და ეფექტური სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც კი სანიმუშოა. საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, რომ საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება. დიახ, მეგობრებო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ეს არის მუხლჩაუხრელი ბრძოლა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის".
   
09 აგვისტო 2019
ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ
„სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა ძველი „ბუქები“, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერებით ისწავლიან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
   
09 აგვისტო 2019
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას
„ჩვენ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება. ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებს უსაფრთხოდ, ღირსეულად. დაბოლოს – ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს“, – აღნიშნა მორგან ორტაგუსმა.
   
04 ივლისი 2019
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის“ საგანგებო განცხადება
"ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის“ წევრთა სახელით ვგმობთ როგორც აქციის მონაწილეთა აგრესიულ ქმედებებს, ასევე, აქციის დაშლის პროცესში სამართალდამცავი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან თვითნებურ მოქმედებებს. მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს იგრძნონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ვინაიდან ჩვენ ვართ ის თაობა და უფრო მეტიც ვეტერანების უდიდესი ნაწილი ვართ ის ადამიანები, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის უპასუხისმგებლობის გამო სამწუხაროდ, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით".
   
03 ივლისი 2019
12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა
ივნისის მონაცემებით, 12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითაა გამოქვეყნებული. რაოდენობრივად, ყველაზე დიდი ზრდა საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა. თუ 2018 წლის ივნისში საქართველოში ამ ქვეყნიდან 4 697 ვიზიტი შედგა, წელს რაოდენობა 10 697-მდე გაიზარდა (+127.7 პროცენტი).
   
02 ივლისი 2019
ილია მეორემ ქართველი ემიგრანტები მიიღო - „სამშობლო ტკბილია, დედასავით ტკბილი“
ილია მეორემ დალოცა ემიგრანტები და წარმატებული მოღვაწეობა და სამშობლოში დაბრუნება უსურვა. „სამშობლო ტკბილია, დედასავით ტკბილია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოსთან ერთად! ბედნიერი იყავით ორსავ სოფელსა შინა!“ – აღნიშნა ილია მეორემ.
   
01 ივლისი 2019
გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები პირადობის მოწმობის მიღებას დღეიდან 2020 წლის პირველ ნოემბრამდე უფასოდ შეძლებენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე, სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში, აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.
   
19 ივნისი 2019
საპატრიარქო - ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან
​„ბოლო დროს ე.წ. ლგბტ პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან".
   
11 ივნისი 2019
თბილისში ჰაერის მდგომარეობა 2018 წელთან შედარებით გაუარესებულია
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.
   
 
სტატიები
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
   
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE